გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსლან აბაშიძე: ოკუპირებულ აფხაზეთში საზოგადოება დღეს არ აპროტესტებს მხოლოდ ე.წ. არჩევნების შედეგებს, ისინი აპროტესტებენ იმ მდგომარეობას, რაც აფხაზეთშია

10-01-2020

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ განაცხადა , რომ აფხაზეთის საზოგადოების პროტესტი არის გარკვეული გმირობა იმ კუთხით, რომ ოკუპაციისა და რუსიფიკაციის პირობებში ახერხებენ და აფიქსირებენ პროტესტს.

როგორც რუსლან აბაშიძემ აღნიშნა, დღესდღეობით სოხუმში რთული ვითარებაა.

„ყურადღებით ვადევნებთ თვალს სოხუმში მიმდინარე პროცესებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა არ დავუშვათ ამ პროცესების ესკალაცია, რათა დავიცვათ ჩვენი საზოგადოების უფლებები აფხაზეთში. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ყველა მექანიზმი, რომელიც არსებობს. მე ვგულისხმობ, საერთაშორისო საზოგადოებას, ყველა იმ პარტნიორს, რომელიც არის ჩართული ჟენევის დისკუსიაში და მოლაპარაკებებში, გაერო, ეუთო, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და ასევე, ჩვენი საზოგადოება უნდა იყოს აქტიურად ჩართული. ეს პროცესები, რაც მიმდინარეობს სოხუმში, არის გამოძახილი და შედეგი, რაც ხდებოდა ბოლო 25-27 წლის განმავლობაში აფხაზეთში. ეს არის ოკუპაციის და მილიტარიზაციის შედეგი, რისი მსხვერპლიც პირველ რიგში არის აფხაზური საზოგადოება. საზოგადოება დღეს არ აპროტესტებს მხოლოდ და მხოლოდ ე.წ. არჩევნების შედეგებს, ისინი ზოგადად აპროტესტებენ იმ მდგომარეობას, რომელიც არის აფხაზეთში, აპროტესტებენ ოკუპაციას, მილიტარიზაციას. ეს არის ყველაფერი ოკუპაციის, რუსიფიკაციისა და მილიტარიზაციის შედეგი, რისი მსხვერპლიც პირველ რიგში არის აფხაზეთის საზოგადოება. ამ შემთხვევაში მინდა ავღნიშნო, რომ აფხაზეთის საზოგადოება ხვდება, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება აფხაზეთის ეთნოსისა და კულტურის გაქრობას, რადგან ოკუპაციის, მილიტარიზაციისა და რუსიფიკაციის პირობებში ნამდვილად აფხაზური ენა, კულტურა და ეთნოსი დგას ძალიან სერიოზული საფრთხის ქვეშ. აფხაზეთის საზოგადოების გამოძახილი და პროტესტი არის გარკვეული გმირობა იმ კუთხით, რომ ოკუპაციის, რუსიფიკაციის პირობებში ახერხებენ და აფიქსირებენ პროტესტს“, – განაცხადა რუსლან აბაშიძემ.


ოკუპირებულ აფხაზეთში პროტესტი ე.წ. პრეზიდენტის მეორე ვადით არჩევის გამო გუშინ დაიწყო და დღეს დილით განახლდა.

გუშინ აქციის მონაწილეები ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ.

სოხუმში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს პრეზიდენტი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გამოეხმაურნენ.

ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს რუსეთის საგრეო საქმეთა სამინისტროც  გამოეხმაურა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930