გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
GALLUP International-ის გამოკითხვა: სომხეთში ყველაზე პოპულარული ადამიანები პრემიერი და პრეზიდენტი არიან

12-01-2020

სომხეთის ყველაზე პოპულარულ ადამიანებს წარმოადგენენ სომხეთის პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი, – ამაზე კომპანია MPG-ის (Marketing Professional Group) მიერ ჩატარებული სოციალური გამოკითხვის შედეგები მეტყველებს. ეს სომხეთის ერთადერთი სოციოლოგიური ორგანიზაციაა, რომელიც ქვეყანაში ოფიციალურად წარმოადგენს GALLUP International-ს.


პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი 2018 წლის „ხავერდოვანი“ რევოლუციის შემდეგ სამეულში რჩება. მას ქვეყნის ოფიციალურ პირთა შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს – 83,2.


წელს მასთან ძალიან ახლოს მივიდა სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარკისიანი. მისი საქმიანობა გამოკითხულთა 83-მა პროცენტმა დადებითად შეაფასა.


გამოკითხვის სხვა შედეგების შესახებ


• ყველაზე დიდი პრობლემებია – უმუშევრობა და დაბალი პენსიები. აღმოჩნდა, რომ ეს თემები სომხეთის მოქალაქეებს გაცილებით მეტად აღელვებთ, ვიდრე კორუფცია.


• საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები – რესპონდენტების დაახლოებით 30 პროცენტი მიიჩნევს, რომ 1) ქვეყანამ მსოფლიო გავლენების ცენტრებთან ურთიერთობაში წონასწორობა უნდა შეინარჩუნოს 2) რუსეთის მიმართულებით მოძრაობა. 21,1 პროცენტი უპირატესობას ევროკავშირს ანიჭებს; 15 პროცენტი – აშშ-ს.


• მოლოდინები „ხავერდოვანი“ რევოლუციის შემდეგ – ყველაზე მეტია მათი რიცხვი, ვისი მოლოდინიც ნაწილობრივ გამართლდა: გამოკითხულთა 67,21 პროცენტი.ასე მხოლოდ 9,1-მა პროცენტმა თქვა, რომ მათი ყველა მოლოდინი გამართლდა. სრულიად იმედგაცრუებულია 13,8 პროცენტი.
იმედგაცრუების მთავარ მიზეზებად დასახელდა ახალი ხელისუფლების გამოუცდელობა, მოძველებული პრობლემების სერიოზულობა და არასაკმარისი პოლიტიკური ნება.


• მთავრობა – წარმატებულია. ასე მიაჩნია გამოკითხულთა ნახევარზე მეტს – 54,9 პროცენტს. ამას 36,3 პროცენტი კატეგორიულად არ ეთანხმება.


• მთავრობის ყველაზე პოპულარული წევრი – თავდაცვის მინისტრი დავიდ ტონოიანია. ყველაზე დაბალი რეიტინგი განათლების მინისტრს არაიკ არუთიუნიანს აქვს.


• პრემიერი პოზიციებს თმობს – ნიკოლ ფაშინიანის, როგორც პოლიტიკური მოღვაწის, საქმიანობას სრულად დადებითად აფასებს მხოლოდ 36,8 პროცენტი. 2018 წლის სექტემბერში, ანუ „ხავერდოვანი“ რევოლუციიდან დაახლოებით ნახევარი წლის შემდეგ, მისი საქმიანობა სრულად დადებითად შეაფასა 61,2 -მა პროცენტმა.


• წარუმატებელი საკადრო პოლიტიკა – პრემიერის მთავარი შეცდომაა. ამის შესახებ რესპონდენტების 42-მა პროცენტმა განაცხადა. მათ შორის მის სხვა ჩავარდნებს შორის დასახელდა რეფორმების ნელი სვლა, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი ლოიალური დამოკიდებულება და პოლიტიკური ნების არქონა. თუმცა, ამ პრობლემების დამსახელებელთა რიცხვი საკმაოდ დაბალია – გამოკითხულთა 7-დან 9 პროცენტამდე.


• ქვეყანაში პარლამენტის მუშაობის შესახებ აზრი თითქმის თანაბრად გაიყო – დადებითად შეაფასა 43,1-მა პროცენტმა, უარყოფითად – 46 -მა პროცენტმა.


• საპარლამენტო ოპოზიციის დაბალი რეიტინგი– მისით უკმაყოფილოა დაახლოებით 50 პროცენტი.


• მმართველი ბლოკის „ჩემი ნაბიჯის“ მაღალი რეიტინგი – საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, დღეს 61,3 პროცენტი ისევ იმ პოლიტიკოსებს მისცემდა ხმას, რომლებიც ხელისუფლებაში „რევოლუციონერ“ პრემიერ ფაშინიანთან ერთად მოვიდნენ.


„რატომ აქვს მაღალი რეიტინგი არმენ სარკისიანს? ქვეყნის საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე გადასვლის შემდეგ პრეზიდენტი უფრო ცერემონიული ფიგურა გახდა, ვიდრე გადამწყვეტი მოთამაშე. და თავის წარმომადგენლობით ვალდებულებებს ის მშვენივრად უმკლავდება.


ის საკუთარ პოზიციებს არც ერთ პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით არ გამოთქვამს, არასდროს არავის უპირისპირდება და არ ეხება. შესაბამისად, მისი არსიყვარულის მიზეზები ცოტაა“.




jam-news.net

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930