გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ინტერნეტ დაიჯესტი
მაჩუ-პიქჩუს დაზიანების გამო პერუში ტურისტებს დეპორტაცია ემუქრება

15-01-2020

პერუში 6 ტურისტი კულტურული ძეგლის, მაჩუ-პიქჩუს ვანდალიზმისთვის არის დაკავებული. პოლიციის ცნობით, 4 კაცი და ორი ქალი, რომლებიც ჩილედან, ბრაზილიიდან, საფრანგეთიდან და არგენტინიდან არიან, კვირას დააკავეს. ისინი აკრძალულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.


არსებული ინფორმაციით, ჯგუფი მაჩუ-პიქჩუს ტერიტორიაზე შაბათს შევიდა და ღამით ჩუმად დარჩა. 


დაკავებული ტურისტებიდან ხუთის დეპორტაცია მოხდება, არგენტინელი ტურისტი კი, პერუს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურების ბრალდებით, პერუში დარჩება. 


https://imedinews.ge/ge/kultura/125571/machupiqchus-dazianebis-gamo-perushi-turistebs-deportatsia-emuqreba

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031