16-01-2020
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, პოლიტიკოსებიდან ყველზე დაბალი სანდოობით საქრთველოს პრეზიდენტი სარგებლობს. სალომე ზურაბიშვილის მიმართ დადებითად განწყიბილია გამოკითხულთა 13 პროცენტი, ხოლო უარყოფითად 49.
პერზიდენტის მსაგვასად სახარბიელო შედეგი არც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს აქვს. ბიძინა ივანიშვილის მიმართ დადაბებით დამოკიდებულება გამოკითხულთა 17 პროცენტს აქვს, ხოლო უარყოფითი დამოკიდებულება ზურაბიშვილი მსაგვასად აქაც 49 პროცენტია.
NDI-ის კველავაში ასევე ჩანს, რომ გამოკითხული მოსახლეობის დიდი ნაწილს არც მესამე პრეზზიდენტის მიმართ აქვს დადბითი დამოკიდებულება. მიხელ სააკაშვილის მიმართ დადებითად მხოლოდ 26 პროცენტია განწყობილი, ხოლო უარყოფითად 39.
გამოკითხული მოსახლეობის 41 პროცენტი უარყოფითად განწყობილია ეკა ბესლიას მიმართ, ხოლო 39 პროცნეტი ა „გირჩის“, ლიდერს ზურაბ ჯაფარიძის მიმართ. სხვა პოლიტიკოსების მიმართ უარყოფითი დამიკიდებულება არც თუ ისე მაღალია.
ქართველი პოლიტიკოსებს შორის კვლევის შედეგად ყველზე მეტი სანდოობით დავით ბაქრაძე და კახა კალაძე სარგებლობენ.