16-01-2020
თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ კახა კალაძის და მისი გარემოცვის მიმართ თვეზე მეტია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ანტიკორუფციულ დეპარტამენტში გამოძიება მიმდინარეობს.
ელისაშვილის თქმით, თბილისის მერმა რამოდენიმე ოპოზიცური პარტიის ლიდერს ივანიშვილის ჩამოგდებაში დახმარება შესთავაზა.
„თვეზე მეტია სუსის ანტიკორუფციული სამსახური კალაძის კორუფციულ საქმეებს იძიებს რამდენადაც ვიცი, კალაძის და „არქი ჯგუფის“ კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით. ჩემი ინფორმაციით, უახლოეს მომავალში დაიწყება დაჭერები, კალაძის უახლესი გაერმოცვის წევრებისა.
კალაძემ რამოდენიმე ოპოზიციონერ ლიდერს შეუთვალა, რომ ხელშეუხებლობის შემთხვევაში საჭირო დროს ის მათ ივანიშვილის ჩანიგდებაში დაეხმარება“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.