გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივლისი 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არაქართულენოვანი წარწერების გამოყენების შემთხვევაში, ჯარიმა ფიზიკურ პირებზე 1000 ლარამდე, ხოლო იურიდიულ პირებზე 3000 ლარამდე იზრდება

7-03-2018

დედაქალაქში არსებულ აბრებზე არაქართულენოვანი წარწერების გამოყენების შემთხვევაში, ჯარიმა ფიზიკურ პირებზე 200-დან 1000 ლარამდე, ხოლო იურიდიულ პირებზე 300-დან 3000 ლარამდე გაიზრდება.

აღნიშნულ ცვლილებას შესაბამისი კანონპროექტი ითვალისწინებს, რომლის შესახებაც თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

დედაქალაქის მერმა თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს სთხოვა, შესაბამის ორგანიზაციებსა და პირებს არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად, გონივრული ვადა პირველ აპრილამდე მიეცეს.

"ჩვენ პარლამენტში ვაგზავნით კანონპროექტს, რომელიც ქართული ანბანის არგამოყენებაზე ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს. ვიყავით გასული კონრეტულ ადგილებსა და ქუჩებში, სადაც ეს პრობლემა არსებობს. ზოგადად, ეს პრობლემაა ქალაქში, რადგან არ ხდება ქართული ანბანის გამოყენება. ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. შესაბამისად, მინდა ზედამხედველობის სამსახურს ვთხოვო, პირველ აპრილამდე მიეცით ყველას გონივრული ვადა იმისთვის, რომ არსებული პრობლემა გამოსწორდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველი აპრილიდან შეგიძლიათ, დაჯარიმება დაიწყოთ", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის იერსახე აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს და ქართულ დამწერლობას ყველამ პატივი უნდა სცეს.

"პარალელურად, კანონში შეგვაქვს ცვლილებები. დღეის მდგომარეობით, ფიზიკური პირი 200 ლარით ჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი 300 ლარით. ცვლილებების შედეგად გვინდა, რომ ფიზიკური პირი, ვისაც ეს საკითხი არ ექნება მოწესრიგებული, 1000 ლარით დაჯარიმდეს, ხოლო იურიდიული პირი 3000 ლარით. ეს ის მიმართულებაა, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. ჩვენ არავის ვეწინააღმდეგებით, მაგრამ ქართულ ანბანს ყველამ პატივი უნდა ვცეთ", - აღნიშნა თბილისის მერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031