გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 26, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს-მ ავჭალაში მომხდარი ცოლ-ქმრის გახმაურებული მკვლელობის საქმე გახსნა

7-03-2018

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი გახმაურებული მკვლელობის ფაქტი გახსნა, რომელიც მიმდინარე წლის 14 იანვარს ზაჰესის დასახლებაში, ავჭალის ქუჩაზე მოხდა.


თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მ.ნ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით,თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 იანვარს თბილისში, ზაჰესის დასახლებაში, ავჭალის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში, ნაცნობს -1951 წელს დაბადებულ ე.ტ.-სა და მის მეუღლეს - 1968 წელს დაბადებულ ი.ხ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე მრავლობითი ჭრილობამიაყენა, რის შედეგადაც ორივე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.


გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031