გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
მას შემდეგ, რას პატრიარქი პატიმრების ბედით დაინტერესდა, ყველა პატიმარი გამოიყვანეს და სცემეს...

27-01-2020

დეკანოზი, მამა შალვა კეკელია ჟურნალ "სარკესთვის" მიცემულ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ციხეებში არსებულ გაუსაძლის პირობებზე საუბრობს.


მამა შალვას ინტერვიუ ჟურნალის 2012 წლის 3-9 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნდა.


მამა შალვა: "ის, რაც ჩვენთვის, მოძღვრებისთვის იყო ცნობილი, პატრიარქსაც მოვახსენეთ და ალბათ გახსოვთ, ქადაგებაშიც ბრძანა, პატიმრებს ცუდად ექცევიან და შეწყდეს მათი წამებაო.


ამ ქადაგების მერე, იმავე თუ მეორე დღეს, ყველა პატიმარი გამოიყვანეს და სცემეს. ეს გლდანის საპყრობილეში მოხდა.


კალმახელიძესაც ესაუბრა და უთხრა, გაარკვიეთ რა ხდება საპატიმროებში, ეს თქვენ გევალებათო. მან უპასუხა, რაღაც ცალკეული შემთხვევები შეიძლება მოხდეს, მაგრამ საერთო ჯამში ყველაფერი ნორმალურად არისო".

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930