გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
სააკაშვილი და ადეიშვილი საუნაში თინა ხიდაშელზე ჭორაობდნენ

28-01-2020

უკრაინული მედია საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის საუბარს აქვეყნებს, რომელიც ოდესის ერთ-ერთ საუნაშია ჩაწერილი.


"საუბრის ჩანაწერიდან ირკვევა, რომ საუნაში შეყუჟულები საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ, თინათინ ხიდაშელზე ჭორაობდნენ.


ზურაბ ადეიშვილმა ხიდაშელზე ანეკდოტი მოყვა, რაზეც სააკაშვილი კინაღამ სკამიდან გადმოვარდა.


მათ ძველი ამბებიც გაიხსენეს და ხიდაშელ-უსუფაშვილის წყვილზე არსებულ კომპრომატებზეც გაამახვილეს ყურადღება.


სააკაშვილი: მაგ ქალს (თინა ხიდაშელი რედ.) ყველაფერი გავუკეთე, გავქაჩე. პინგვინას არ უნდოდა და ამერიკის ყველა ყველა სტრუქტურაში ჩემი კონტაქტები წავაშველე. ხო ნახე, ნორლანდმა დაანიშვნინა, მაგრამ ხომ იცი ვინ არიან ეგენი, არასანდო და გადამგდებები თავის ქმართან ერთად...


ადეიშვილი: საშინელი ტიპები არიან ეგენი, ტყუილად ეხმარები მაგათ, ესე მგონია. ეგენი "კრუჩოკზე" უნდა გვყავდეს ყოველთვის...


სააკაშვილი: მერე, შენ არ მეუბნებოდი, წაჭერილი მყავსო? ძველი ამბები და ახალიც! კიდევ, აგულაშვილთან ღლაბუციო, სად არის ეგა! არადა, ეხლა შეხე რა. სულ დაფინანსებაზე მყავდა თავიდანვე, სოროსი და ფონდები ახალგაზრდა იურისტებს მივაბი (არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" რედ.), მედიას არ სცილდებოდნენ. მერე მაგ ქალმა, ან მე ან უსუფა უზენაესის თავმჯდომარედ გაგვიშვიო, მევაჭრებოდნენ. ჯერ მოიცადეთ მეთქი და გაიქცნენ ვაშინგტონში, ირბინეს და ოპოზიცია ვართო, დაირქვეს. ხო ვაფინანსეთ მერეც. ეხლა იმან ჭორვილიდან დაფინანსება შეუმცირა და მე მომთხოვეს თანხა. ეგეც გავუკეთეთ და გავქაჩეთ კიდეც. ხოდა, რაც თქვი, ეგ უნდა დაიდოს ზურიკ...


ადეიშვილი: ძველი მასალები ვანოს ჰქონდა. მოძებნა შეიძლება. ის ტიპი, მე ვიცი გიგასთან იყო ბოლოს.ახლები გვაქვს შემონახული, მარა გამოყენებას არ გირჩევ მიშა ეხლა. მერე შევაგდებ, საჭირო მომენტში. ვანოს მასალები მიმოფანტულია და ყველაფრის თავმოყრაა საჭირო.


სააკაშვილი: იცოდე, ყველაფერი შენთან უნდა იყოს აუცილებლად. ეგ საქმე არავის ანდო.ვანოს მე შევუთვალე და იცის, წყნარად უნდა იყოს და ცოტა მოიცადოს. როგორ დაარქვი იმას... ბაჯბაჯას, ხო ისე უნდა "ჩაუნამიოკოთ" რომ არ ითამაშოს. როცა მომენტი მოვა ჯარმა თავისი პოზიცია უნდა დაიკავოს. იქ სანდო ოფიცრები გვყავს, მაგრამ თინაც შემპირდა და დათოც თავისას გააკეთებს.


ადეიშვილი: მაგათ შეპირებაზე დაყრდნობა არ შეიძლება. ამბიციებით არიან გასიებულები.. თინას პრემიერობა უნდა, ქმარუკას პრეზიდენტობა. შემოვკრათ ბარემ ტაში და ეგაა რა...


სააკაშვილი: მოიცა, სად წავლენ. ეგენი ამერიკელების გარეშე ვერ გაქანდებიან. იქ ჩვენ ზეგავლენა გვაქვს, თანხაზე უნდა შევჯერდეთ, თან შენი კომპრები თავის ფუნქციას შეასრულებენ როცა საჭირო იქნება. დავალებას მისცემენ იქიდან და ვსიო..."



p.s. აღნიშნული საუბრის შესახებ მასალა გაზეთ "ახალი თაობის" 2015 წლის 29 ივნისის ნომერში გამოქვეყნდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930