28-01-2020
საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,თბილისის აეროპორტი“ და „წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა , უცხო ქვეყნის მოქალაქეების ფიზიკური, მათი კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, ჯამში, 45,896.34 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (ჯამში 319.73 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, ერთ შემთხვევაში, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ჯამში, 17,067.45 ლარის ოდენობით შეეფარდათ. ხოლო, მეორე შემთხვევაში, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.