გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 24, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯანდაცვის მინისტრი: ჩინეთის ქალაქ უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება

28-01-2020

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ჩინეთის ქალაქ უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება.

მისივე თქმით, ყველაფერი კეთდება, რათა მინიმუმადე დავიდეს ქვეყანაში „კორპონავირუსის“ გაჩენის რისკი.

„ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება. დღეს დღის მეორე ნახევარში გვექნება შეხვედრა, სადაც მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ მოხდება მოქალაქეების ევაკუცია. მსოფლიო ერთობლივად ებრძვის კორონავირუსს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად, ჩართული ვართ კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებში. ამ დროისთვის საფრთხე არ არსებობს, ეს არ ნიშნავს, რომ საფრთხე შეიძლება არ დადგეს. ვაკეთებთ ყველაფერს, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ საფრთხის გაჩენის რისკი“, – განაცხდა ტიკარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031