გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივნისი 05, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
აშშ-მა და იაპონიამ უხანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს

29-01-2020

აშშ-მა და იაპონიამ უხანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს. ამერიკის თვითმფრინავი, რომელსაც 240 მოქალაქე გადაჰყავდა, ანჩორაჯში, ალიასკაზე დაეშვა, სადაც საწვავის მარაგს შეავსებს და საბოლოოდ კალიფორნიის სამხედრო ბაზაზე დაეშვება. თავდაპირველად, გასაზღვრული იყო, რომ თვითმფრინავი სამოქალაქო აეროპორტში დაჯდებოდა, თუმცა, მოგვიანებით გეგმები შეიცვალა.


აშშ-ს პარალელურად, ევაკუაცია განახორციელა იაპონიამაც. ამ დოისთვის ჩინეთი 206-მა იაპონიის მოქალაქემ დატოვა, რომლებიც ტოკიოში დილით ჩაფრინდნენ. ბორტზე მყოფი ყველა პირი კარანტინშია, ხოლო ისინი, ვისაც ვირუსის გარკვეული სიმპტომები აღმოაჩნდათ, სამკურნალოდ კლინიკებში გაიგზავნენ.


უახლოეს დღეებში ევაკუაციას გეგმავენ ავსტრალია, ახალი ზელანდია, ინდოეთი, სამხრეთ კორეა, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო.

შეგახსენებთ, ამ დროის მონაცემებით ჩინეთში გავრცელებულ კორონავირუსს სულ მცირე 132 ადამიანი ესხვერპლა. დაავადებულთა რიცხვმა კი 6000-ს მიაღწია.


https://www.interpressnews.ge/ka/article/582916-ashsh-ma-da-iaponiam-uxanidan-sakutari-mokalakeebis-evakuacia-ganaxorcieles

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30