გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივნისი 02, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ზვიად ძიძიგური: პრეზიდენტს ქვეყნისთვის კარგის გაკეთება უნდა, მაგრამ ხშირად მისი ტექსტი და სურვილები ერთმანეთს არ ემთხვევა  

29-01-2020


მმართველი გუნდიდან წამოსული დეპუტატი და ყოფილი ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური საქართველოში რუსული დელეგაციის შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება.


ზვიად ძიძიგურის თქმით, მას ეჭვი არ ეპარება, რომ სალომე ზურაბიშვილს ქვეყნისთვის კარგი უნდა, თუმცა საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები და სურვილები ხშირად ერთმანეთს არ ემთხვევა.


„ქალბატონი სალომე, რაღაც კეთილი სურვილებიდან გამომდინარე აკეთებს განცხადებებს, მაგრამ ხშირად ეს მისი კეთილი სურვილები, კეთილად არ მთავრდება ხოლმე, თუნდაც შეწყალების თემები ავიღოთ, თუნდაც მისი სხვადასხვა გამოთქმები ავიღოთ ჯართან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ეჭვი არ მეპარება ქალბატონი სალომეს გულწრფელობაში, რომ თავისი ქვეყნისთვის კარგის გაკეთება უნდა, მაგრამ ხშირად მის მიერ გაკეთებული ტექსტი და სურვილები ერთმანეთს არ ემთხვევა“,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.


https://ipress.ge/new/dzidziguri-prezidentze-qveqhnisthvis-kargis-gaketheba-unda-magram-misi-teqsti-da-survilebi-erthmaneths-ar-emthkhveva/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30