გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით მათიკაშვილი: "ნაციონალური მოძრაობა" და მათი სატელიტები ცდილობენ, მორჩილი პარტიული აქტივი ახალგაზრდულ სამოქალაქო ორგანიზაციებად გაასაღონ

29-01-2020

სულ მცირე, უხერხულია, როცა "ნაციონალური მოძრაობა" და მათი სატელიტები ცდილობენ თავისი მორჩილი პარტიული აქტივი ახალგაზრდულ სამოქალაქო ორგანიზაციებად გაასაღონ,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დამოუკიდებელი და საზოგადოებრივი ვერ იქნება ის ორგანიზაცია, რომლის წევრები რიგ-რიგობით პოზირობენ მიხეილ სააკაშვილთან და მის ამფსონებთან, დავალებებსაც მათგან იღებენ და მათ წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი.

,,სულ მცირე, უხერხულია, როცა "ნაციონალური მოძრაობა" და მათი სატელიტები ცდილობენ თავისი მორჩილი პარტიული აქტივი ახალგაზრდულ სამოქალაქო ორგანიზაციებად გაასაღონ. მსგავსი მარგინალური ჯგუფები ვერ შეძლებენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რადგან მათი ლუსტრაცია მარტივად ხდება - ამ უსირცხვილო ადამიანებმა საკუთარი პოლიტიკური საქმიანობა ჯერ პირად ბიზნესად აქციეს, ახლა კი ცდილობენ სიცრუეზე და აგრესიაზე დაფუძნებული ბიზნესად ქცეული პოლიტიკური საქმიანობა საკუთარი ოჯახის წევრებს გადააბარონ. რიგობით პოზირობენ მიხეილ სააკაშვილთან და მის ამფსონებთან, დავალებებსაც მათგან იღებენ და მათ წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი. ფაქტია, რომ ეს რამდენიმე ათეული ახალგაზრდაა ნაცმოძრაობის „რევოლუციური რესურსი“ და რადგან ხელწერას არ იცვლიან, ნაცებსაც და მათ სატელიტებსაც, ტრადიციულად წინ მრავალი ფიასკო ელით“,- წერს დავით მათიკაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930