გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აპრილი 02, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
აფხაზეთში სამი პირის მკვლელობისთვის დათო ახალაია დააპატიმრეს

30-01-2020

აფხაზეთში დააპატიმრეს პრეზიდენტის დაცვის წევრი, რომელიც შესაძლოა თანამონაწილე იყოს 2019 წლის ნოემბერში სოხუმის სანაპიროზე სამი ადამიანის დაცხრილვაში.


ჯერჯერობით დათო ახალაია დაპატიმრებულია ორი თვით, გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში, სასამართლო სხდომა აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შენობაში, დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.


22 ნოემბერს უცნობი პირების ჯგუფი ავტომანქანით მივიდა სოხუმის სანაპიროზე მდებარე სასტუმრო „რიწასთან“ და ცეცხლი გაუხსნა სასტუმროს პირველ სართულზე განთავსებულ რესტორან „სან-რემოში“ მსხდომთ.


დაიღუპა სამი ადამიანი. მთავარი სამიზნე, როგორც ჩანს, იყო 2 მათგანი – „კანონიერი ქურდი“ ასტამურ შამბა და ალხას ავიძბა. მესამე, შემთხვევითი მსხვერპლი აღმოჩნდა რესტორნის ოფიციანტი, 22 წლის დომინიკა აკირტავა, რომელიც რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა.


დათო ახალაია – მეორეა, ვინც ამ დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი. მანამდე დააპატიმრეს მისი ძმა დემურ ახალაია, რომლის შრომით ბიოგრაფიაში აღნიშნულია მუშაობა.




jam-news.net

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930