30-01-2020
ბოროტმოქმედებმა სტოკჰოლმში Couleur-ის გალერეაში ესპანელი მხატვრის სალვადორ დალის გამოფენიდან მისი 10-დან 12-მდე ქანდაკება და გრავიურა მოიპარეს. ამის შესახებ გალერეის მფლობელზე დაყრდნობით Aftonbladet-ი წერს.
მძარცველები შენობაში 30 იანვრის ღამეს შეიპარნენ. დაცვამ ამის შესახებ დაახლოებით დილის 4 საათზე შეიტყვეს. პოლიცია 2 ადამიანს ეძებს, რომლებიც გალერეიდან გასვლის შემდეგ იქაურობა ავტომობილით დატოვეს. ეჭვმიტანილები ჯერჯერობით არ დაუკავებიათ.
მოპარული ნამუშევრების საერთო ღირებულება 280-380 000 ევროს შეადგენს.
https://imedinews.ge/ge/kultura/126597/stokholmis-galereidan-salvador-dalis-namushevrebi-moipares