გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თიბისი ლიზინგი მცირე და საშულო ბიზნესის დასაფიანანსებლად 10 მილიონი დოლარი მოიზიდა

30-01-2020

თიბისი ლიზინგმა ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიისგან  (FMO) 10 მლნ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა. მოლაპარაკებები მხარეებს შორის ერთი წლის მანძილზე გრძელდებოდა. თიბისი ლიზინგი აღნიშნულ რესურსს გამოიყენებს მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების დასაფინანსებლად.

 

თანამშრომლობის მიზანია, აქტივების პირდაპირ დაფინანსების გზით მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ლიზინგზე, როგორც ფინანსირების ალტერნატიულ საშუალებაზე წვდომის გაზრდა. ასევე, რესურსის 30% მიმართული იქნება ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის პროექტების დასაფინანსებლად.

 

„2019 წელი ზოგადად სალიზინგო სექტორისთვის ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი გამოდგა, რაც ციფრებშიც კარგად ჩანს - სექტორი 32  % -ით გაიზარდა.

თიბისი ლიზინგი, ბაზარზე  ისევ უპირობო ლიდერად რჩება. წლის ჯამურმა დაბანდებამ 81 მილიონი დოლარი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 30 % -ით გაიზარდა.

 

2020 წელიც ასეთივე წარმატებით დაიწყო და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი, მორიგი ინვესტიცია  მოვიზიდეთ ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიისგანბოლო სამი წლის მანძილზე, თიბისი ლიზინგმა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან 100 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის სახსრები მოიზიდა. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ საერთაშორისო დონორებთან ურთიერთობას, რაც ჩვენი ქვეყნის ბიზნეს გარემოს საგრძნობლად გააუმჯობესებს,“ - განაცხადა თიბისი ლიზინგის გენერალურმა დირექტორმა გაგა გოგუამ.

 

"მრავალი წლის განმავლობაში თიბისი ბანკმა ყველას დაგვანახა, რომ ის წამყვანი და სანდო მხარდამჭერია მცირე და საშუალო ბიზნესის, რომელიც საქართველოს ეკონომიკის საყრდენს წარმოადგენს. ეს გარიგება თიბისი ბანკის შვილობილ კომპანიასთან, თიბისი ლიზინგთან თანხვედრაშია FMO- ამბიციურ მიზნებთან განახორციელოს ენერგო ეფექტური ტრანზაქციები.  ამ სესხით ჩვენ მიზნად ისახავთ გავაძლიეროთ თიბისი  ლიზინგი და მხარდავუოთ მას, გახდეს წამყვანი სალიზინგო კომპანია მწვანე პროექტების დაფინანსების კუთხით,“ - განაცხადა FMO-ს გენერალურმა დირექტორმა პიტერ ვან მიერლომ.

 

ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანია (FMO) ჰოლანდიის უმსხვილესი განვითარების ბანკია, რომლის აქციონერებსაც ნიდერლანდების სახელმწიფო და სხვა ჰოლანდიური კომერციული ბანკები წარმოადგენენ. ორგანიზაცია 1970 წლიდან ფუნქციონირებს და მსოფლიოს მასშტაბით ხელს უწყობს მეწარმეობის განვითარებას. ამჟამად კონიის პორტფელის მოცულობა 10 მილიარდ ევრომდეა და ორგანიზაციაში დასაქმებულია 500-ზე მეტი თანამშრომელი.

თიბისი ლიზინგი თიბისი ბანკის ჯგუფის წევრი კომპანიაა, რომელიც 2003 წელს დაარსდა. თიბისი ლიზინგი საქართველოს წამყვანი სალიზინგო კომპანიაა, რომლის საბაზრო წილი 70% –ია, ხოლო კომპანიის მთლიანი პორტფელი 300 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. თიბისი ლიზინგი აფინანსებს ისეთ სფეროებს როგორიცაა: მშენებლობა, წარმოება, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, განახლებადი ენერგია, საინფორმაციო ტექნოლოგიები, HoReCa და სხვა. კომპანიის საქმიანობა ვრცელდება მთელი ქვეყანის მასშტაბით, სადაც ის წარმოდგენილია 5 ფილიალით და 120 თანამშრომლით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930