გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აგვისტო 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი კვირიკაშვილი: ჟიული შარტავა ყოველთვის იქნება სამშობლოსთვის თავგანწირვისა და გმირობის მაგალითი

7-03-2018

საქართველოს პრემიერ- მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების დღის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

პრემიერის თქმით, საქართველო არასდროს დაივიწყებს ჯიული შარტავას სახელს და ის მუდამ იქნება სამშობლოსთვის თავგანწირული გმირის მაგალითი.

„დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს ჟიული შარტავას 74 წელი შეუსრულდებოდა.

ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს მის სახელს, იგი ყოველთვის იქნება სამშობლოსთვის თავგანწირვისა და გმირობის მაგალითი“-  განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ ჟიული შარტავა დღეს 74 წლის გახდებოდა. ის იყო ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე 1993, გენერალ-მაიორი. 1993 წ. 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს დახვრიტეს სეპარატისტებმა. სიკვდილის შემდეგ მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული გმირის ტიტული.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031