გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იანუშ ბუგაისკი: ამერიკისთვის არსებითი სტრატეგიული მნიშვნელობის გარდა, საქართველო, თავისი მტკიცე ტრანსატლანტიკური კურსის და რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის წყალობით, რეგიონში მისაბაძ პოლიტიკურ მაგალითს წარმოადგენს

31-01-2020

საქართველოს უკვე შეაქვს უზარმაზარი წვლილი ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში. ავღანეთში საერთაშორისო უშიშროების დახმარების ძალების, ასევე ავღანეთის შეიარაღებული ძალების წვრთნისა და მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში საქართველო წარმოადგენს ყველაზე მსხვილ წვლილის შემტანს ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის,- ამერიკული გამოცემა ,,THE HILL” სტატიას ,, ამერიკას სჭირდება საქართველოსნაირი სანდო მოკავშირეები“ აქვეყნებს.

სტატიაში ნათქვამია, რომ ამერიკის მოკავშირეები სასიცოცხლო მნიშვნელობის რეგიონებში ასრულებენ უმნიშვნელოვანეს ამოცანებს უსაფრთხოებაში წვლილის შეტანის კუთხით, რის წყალობითაც მცირდება ამერიკული ჯარების მასშტაბური განლაგების აუცილებლობა.

,,შუა აღმოსავლეთისა და ევრაზიის რეგიონებში კონფლიქტების წარმოქმნის საფრთხეებით სავსე ათწლეულში ამერიკას სჭირდება სანდო მოკავშირეები, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ რეგიონის უსაფრთხოებაში. საქართველო, ნატოს ეგიდით ოპერაციებში მონაწილეობის სანიმუშო ისტორიით, სწორედ ასეთი მოკავშირეა. ამერიკის მოკავშირეები სასიცოცხლო მნიშვნელობის რეგიონებში ასრულებენ უმნიშვნელოვანეს ამოცანებს უსაფრთხოებაში წვლილის შეტანის კუთხით, რის წყალობითაც მცირდება ამერიკული ჯარების მასშტაბური განლაგების აუცილებლობა. საქართველოს სწორედ ასეთი სასარგებლო როლის შესრულება შეუძლია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას, შუა აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიას შორის მოქცეულ ფეთქებად რეგიონში. სამხრეთ კავკასიის ეს წამყვანი ქვეყანა მდებარეობს შავიზღვისპირეთში, რომელსაც რუსეთი იყენებს თავისი სამხედრო ძალის მობილიზაციისთვის ბალკანეთის ნახევარკუნძულის და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის მიმართულებით. რუსეთის მიერ შავ ზღვასა და კავკასიაზე მარყუჟის შემოჭერა საფრთხეს შეუქმნის ნატოს წევრი ქვეყნების: რუმინეთის და ბულგარეთის და ნატოს ასპირანტი ქვეყნების: საქართველოს და უკრაინის უსაფრთხოებას, ასევე დაემუქრება კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპისკენ მიმავალ ენერგორესურსების მიწოდებას და ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტებს, რომლებიც გადის რუსეთის ტერიტორიაზე. ევროპული ბაზრისთვის განკუთვნილი მსხვილი ენერგეტიკული მილები და სარკინიგზო ხაზები ასევე გადის საქართველოს ტერიტორიაზე”,- ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორის თქმით, ავღანეთში საერთაშორისო უშიშროების დახმარების ძალების, ასევე ავღანეთის შეიარაღებული ძალების წვრთნისა და მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში საქართველო წარმოადგენს ყველაზე მსხვილ წვლილის შემტანს ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის.

,,საქართველოს უკვე შეაქვს უზარმაზარი წვლილი ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში. ავღანეთში საერთაშორისო უშიშროების დახმარების ძალების, ასევე ავღანეთის შეიარაღებული ძალების წვრთნისა და მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში საქართველო წარმოადგენს ყველაზე მსხვილ წვლილის შემტანს ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის. ავღანეთში საქართველომ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო მოკავშირე ძალებს შორის. საქართველო ასევე სთავაზობს თავის ტერიტორიას, ინფრასტრუქტურას და ლოგისტიკურ შესაძლებლობებს ნატოს ჯარებისა და ტვირთის ტრანზიტისთვის. ქვეყნის ძირითადი აეროპორტები და პორტები მოდერნიზებულია. ნატოს მთავარი არაწევრი მოკავშირის სტატუსი ემსახურება ამერიკის ეროვნულ ინტერესებს, რისთვისაც უზრუნველყოფს საფუძველს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისთვის და იძლევა ამერიკული ჯარების განთავსების უფლებას. მართალია, იგი ფორმალურად არ უზრუნველყოფს გარანტიებს უსაფრთხოების მხრივ, მაგრამ მაინც მიუთითებს მოწინააღმდეგეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში აშშ დაიცავს თავის მოკავშირეს. ამ ტიპის შეთანხმება ასევე დაეხმარება ამერიკელებს და ქართველებს რუსული დივერსიების წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინირებაში, ჩინეთის ნეგატიური გავლენის გაქარწყლებაში და კავკასიაში მეზობელ ქვეყნებთან კავშირების გაღრმავება-განმტკიცებაში”,- აღნიშნულია სტატიაში.



https://thehill.com/opinion/international/480761-america-needs-reliable-allies-like-georgia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930