გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ნინო შუბლაძის პირველი კომენტარი ინფარქტის შემდეგ – ,,ღმერთმა გადაწყვიტა, რომ უნდა მეცოცხლა”

2-02-2020

ჟურნალისტმა და ტელეპროდიუსერმა, ნინო შუბლაძემ რამდენიმე დღის წინ ინფარქტი გადაიტანა. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და დღეს კლინიკა უკვე დატოვა.


,,ასე ყოჩაღად დავტოვე საავაფმყოფო და დავბრუნდი სახლში! რომ არა სოფოს უსწრაფესი გადაწყვეტილება და რომ არა არაჩვეულებრივი ექიმების პროფესიონალიზმი, ნიკოლოზის დაჩემება, რომ სწორედ ამ კლინიკაში მივსულიყავით და რომ არა ღმერთი, რომელმაც უბრალოდ გადაწყვიტა, რომ უნდა მეცოცხლა და ალბათ რომ არა ჩემი დაბადების დღე – ნინოობა და ჩემი მფარველი წმინდა ნინო, დღეს ვერ გეტყოდით, რომ ცხოვრება გრძელდება და ძალიან მიყვარხართ!


დიდი, დიდი მადლობა ყველას, ვინც წუხდით, მგულშემატკივრობდით და მაძლიერებდით თქვენი მოკითხვებით, სიყვარულით და თბილი სიტყვებით.
მალე დაგიბრუნდებით ძველებურად ენერგიული და მოყოჩაღებული”, – დაწერა ნინო შუბლაძემ სოციალურ ქსელში.




sarkenews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930