გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ალექსის მრაჩეკი: საქართველომ ავღანეთსა და ერაყში დაამტკიცა, რომ იგი სანდო მოკავშირეა - წლების განმავლობაში ორივე მისიის მხარდაჭერის ფარგლებში ათასობით ქართველი მებრძოლი გაიგზავნა

3-02-2020

“საქართველოს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. პირველ რიგში, საქართველომ ავღანეთსა და ერაყში დაამტკიცა, რომ იგი სანდო მოკავშირეა - წლების განმავლობაში ორივე მისიის მხარდაჭერის ფარგლებში ათასობით ქართველი მებრძოლი გაიგზავნა” ნათქვამია - “Heritage Foundation”-ის მკვლევარის ალექსის მრაჩეკის სტატიაში. „5 მთავარი პრიორიტეტი 2020 წელს აშშ-საქართველოს ურთიერთობებში“

მეორე - როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოს მდებარეობას ევროპისა და აზიის გასაყარზე უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

„საქართველოს ტერიტორიაზე გადის ნავთობის და გაზის საკვანძო მილსადენები და სარკინიგზო მარშრუტები, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ევროპის უსაფრთხოებისთვის. ამ მილსადენთა რიცხვშია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-სუფსას ნავთობსადენები, ასევე სამხრეთის გაზის სატრანზიტო დერეფანი და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა -- ყველაზე მნიშვნელოვანი სარკინიგზო მაგისტრალი საქართველოს ტერიტორიაზე. გარდა ამისა, რეგიონში დემოკრატიზაციის თვალსაზრისით, საქართველო მისაბაძი მაგალითია ევრაზიის რეგიონში.

თითქმის 20 წლის მანძილზე საქართველო ადასტურებს ერთგულებას ტრანსატლანტიკური საზოგადოების მიმართ და უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს თავის ტერიტორიულ მთლიანობას“ - ნათქვამია სტატიაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930