გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსს პირველი ადამიანი ემსხვერპლა

3-02-2020

ფილიპინებზე კორონავირუსით დაავადებული ადამიანი გარდაიცვალა, რაც ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.


44 წლის ჩინელი კაცი ქალაქ უხანში ცხოვრობდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ის ფილიპინებზე უკვე დაინფიცირებული ჩავიდა. მას თან ახლდა ცოლი, რომელსაც ასევე კორონავირუსი დაუდგინდა.


„ეს ჩინეთის ფარგლებს გარეთ გარდაცვალების პირველი შემთხვევაა. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ფილიპინებზე კორონავირუსის გავრცელებას არ მოჰყოლია. პაციენტი ქვეყანაში ჩინეთიდან, კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრიდან ჩამოვიდა“, - განაცხადა ფილიპინებზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელმა, რაბინდრა აბეიასინგჰემ.


რა არის კორონავირუსი და რა რეკომენდაციებს აძლევს მოგზაურებს ამასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტრილის ცენტრი, იხილეთ მითითებულ ბმულებზე.


30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსმა ჩინეთში 304 ადამიანი იმსხვერპლა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 14 ათასს გადააჭარბა, სრულად კი მხოლოდ 328 ადამიანი განიკურნა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე 23 ქვეყანაში გავრცელდა.


21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.ფილიპინებზე კორონავირუსით დაავადებული ადამიანი გარდაიცვალა, რაც ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

44 წლის ჩინელი კაცი ქალაქ უხანში ცხოვრობდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ის ფილიპინებზე უკვე დაინფიცირებული ჩავიდა. მას თან ახლდა ცოლი, რომელსაც ასევე კორონავირუსი დაუდგინდა.


„ეს ჩინეთის ფარგლებს გარეთ გარდაცვალების პირველი შემთხვევაა. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ფილიპინებზე კორონავირუსის გავრცელებას არ მოჰყოლია. პაციენტი ქვეყანაში ჩინეთიდან, კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრიდან ჩამოვიდა“, - განაცხადა ფილიპინებზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელმა, რაბინდრა აბეიასინგჰემ.


რა არის კორონავირუსი და რა რეკომენდაციებს აძლევს მოგზაურებს ამასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტრილის ცენტრი, იხილეთ მითითებულ ბმულებზე.


30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსმა ჩინეთში 304 ადამიანი იმსხვერპლა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 14 ათასს გადააჭარბა, სრულად კი მხოლოდ 328 ადამიანი განიკურნა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე 23 ქვეყანაში გავრცელდა.


21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.



imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930