გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი: მედიასაშუალებებს თუ არასამთავრობო სექტორს ამოფარებული ძალა, ისევ დაჟინებით ცდილობს მიმდინარე პროცესებზე საზოგადოების აზრის არაჯანსაღ ფორმირებას

3-02-2020

"მედიასაშუალებებს თუ არასამთავრობო სექტორს ამოფარებული ძალა, ისევ დაჟინებით ცდილობს მიმდინარე პროცესებზე საზოგადოების აზრის არაჯანსაღ ფორმირებას", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში იურისტი თამთა მეგრელიშვილი წერს.


მისი თქმით, ,,ორიონ სტრატეჯი”, რომელიც რესპუბლიკელ რენდი შენემანს და მაიკლ მიჩელს ეკუთვნისდა რომელთანაც "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობა თავის მთელი მმართველობის განმავლობაში უწყვეტად თანამშრომლობდა და დღესაც აგრძელებს "კონტრაქტის"ფორმატში თანამშრომლობას.


"კონტრაქტის ვადა 2019 ოქრომბერი- 2020 ოქტომბერი. კონტრაქტის მიზანი - ლობისტური კომპანიის ვალდებულებაა ოპოზიციურ პარტიას, ნაციონალურ მოძრაობას ქართული დემოკრატიის გაძლიერებაში დაეხმაროს.კონტრაქტში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი - ბათუ ქუთელია, რომელსაც ნაციონალური მოძრაობის დროს არაერთი უმაღლესი თანამდებობა ეკავა. დღეს ის არასამთავრობო სექტორშია და მიუკერძოებელ, ობიექტურ წარმომადგენლად გვევლინება. მე მას, როგორც ადამიანს, კონკრეტული დარგის წარმომადგენელს წარმატებებს ვუსურვებ. რა ვუყოთ თუკი, მედია საშუალებებს თუ არასამთავრობო სექტორს ამოფარებული ძალა, ძალა როგორც "ოპოზიციური" პარტია ისევ დაჟინებით ცდილობს მიმდინარე პროცესებზე საზოგადოების აზრის არაჯანსაღ ფორმირებას", - წერს თამთა მეგრელიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930