გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აპრილი 02, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ინტერნეტ დაიჯესტი
გია ხუხაშვილი: ბიძინა ივანიშვილს ეშინია სისუსტის გამოვლენის

4-02-2020

„ივანიშვილს ახლა ეშინია სისუსტის გამოვლენის – როგორც კი ის სისუსტეს აჩვენებს, მას კონსტრუქცია ჩამოენგრევა, რადგან ის მყიფეა”, – ამის შესახებ, პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა, “ფორმულას” ეთერში განაცხადა.



„არსებობს ორი რეალობა. ჯერ მიმდინარეობს პროპორციული არჩევნებისთვის ბრძოლა. თუ მოხდა ხელისუფლების ამაზე დაყოლიება, პრესინგით შიგნიდან და გარედან, ამ შემთხვევაში ძალიან მარტივდება ყველაფერი. ამ შემთვევაში მნიშვნელოვანია ფრონტის გაშლა.


ივანიშვილისთვის ეს ძალიან არაკომფორტული იქნება, ასეთ მრავალფრონტზე ბრძოლა, შესაბამისად, საპროტესტო ელექტორატი იქნება ათვისებული სხვა პარტიების, ფლანგების მხრიდან და მივალთ მულტიპარტიულ დემოკრატიაზე, რაც არის ძალიან კარგი ამ ეტაპზე. ივანიშვილი ცდილობს შეტევაში იყოს. მას ახლა ეშინია სისუსტის გამოვლენის – როგორც კი ის სისუსტეს აჩვენებს, მას კონსტრუქცია ჩამოენგრევა”,-ამბობს ხუხაშვილი.


https://ipress.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930