გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რატი იონათამიშვილი: ნაცმოძრაობა ცდილობს შეფარვით წარმოაჩინოს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები დამოუკიდებლები არიან, სინამდვილეში მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესებს ახმოვანებენ

4-02-2020

„აქ მთავარი ის კი არ არის - რა იყო მოულოდნელი, მთავარი არის - რა იყო მიუღებელი“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა ტვ იმედის „დღის ქრონიკაში“ „ნაციონალური მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანია „ორიონ სტრატეჯის“ შორის გაფორმებულ კონტრაქტში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლად ბათუ ქუთელიას მითითებასთან დაკაშირებით განვითარებული პროცესების შეფასებისას.

მისი თქმით, როდესაც საუბარია „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და მათ ისეთ საქციელზე, რომელიც შეიძლება იყოს სამარცხვინო, მიუღებელი, ანტისახელმწიფოებრივი, ამის მოლოდინი ყოველთვის არის - მოულოდნელი მსგავს ტექსტებში, მათ განცხადებებში, ქმედებებში და საქციელში არასდროს არ არის, მაგრამ მიუღებელია, როდესაც ხდება გარკვეული მანიპულაცია და მცდელობა იმისა, რომ გარკვეულ საკითხებზე საზოგადოება იყოს შეცდომაში შეყვანილი.

რატი იონათამიშვილის განცხადებით, მთავარი ამ საკითხში ისაა, რომ ნაციონალური მოძრაობა ცდილობს შეფარვით წარმოაჩინოს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არიან დამოუკიდებლები და სინამდვილეში კი არიან კონკრეტული პარტიის, კონკრეტული ინტერესების გამტარნი, თითქოს არიან ექსპერტები, რომლებიც არ არიან მიკერძოებულები და არიან „ობიექტურები“, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესებს იცავენ და ახმოვანებენ.

„მსგავსი თამაშები არის ძალიან მიუღებელი და არასწორი, ელემენტარულად სირცხვილი. ხანდახან მრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეს ადამიანები იმდენჯერ ცდილობდნენ ვირტუალურ რეალობაში და სიცრუეში ეცხოვრებინათ ჩვენი მოქალაქეები, რომ ამ სენისაგან დღესაც ვერ გათავისუფლდნენ და დღესაც ცდილობენ მსგავსი ხერხებით შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება. როგორც აღმოჩნდა, ადამიანი, რომელზეც ამბობენ, რომ არის ერთ-ერთი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი ამ ორგანიზაციის, არის ნაციონალური მოძრაობის საკონტაქტო პირი ლობისტ კომპანიასთან. საკონტაქტო პირი არის ერთ-ერთი ნდობით აღჭურვილი პირი ნაციონალური მოძრაობის. და ის განმარტებები, რაც ამ საკითხს მოჰყვა გინდა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, გინდა სხვა პირების მხრიდან, თვით ტექნიკური შეცდომის აღიარებით, არის ნამდვილად დაბნეული, კიდევ უფრო უხერხული, ვიდრე თვით თავდაპირველი ფაქტი. ამასთან, თუ ორგანიზაცია უშვებს ისეთ შეცდომას, როდესაც საკონტაქტო პირს უთითებს სხვას, როდესაც ლობისტური ორგანიზაციის შეთანხმებაზეა საუბარი, თვით იმ ორგანიზაციის რეპუტაციისთვისაც დამაზიანებელია“, - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ის განცხადებები, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის სხვადასხვა ლიდერებმა გააკეთეს, არის მცდელობა იმისა, რომ სხვა სიბრტყეზე გადაიტანონ საუბარი, მაგრამ საბოლოოდ ეს ვერ შეძლეს იმიტომ, რომ „ქართული საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს, ყველაფერს აფასებს და ყველაფერს თავის სახელს არქმევს“.

„ჩვენ არც ერთ თემაზე არ გვერიდება ჩვენს საზოგადოებასთან საუბარი. ნებისმიერი საკითხი რაც არ უნდა იყოს - შეიძლება იყოს კრიტიკული, შეიძლება უფრო გამოწვევებით სავსე, შეიძლება იყოს აბსოლუტურად საქმიანი, მაგრამ ჩვენ ყოველ ჯერზე ვგრძნობთ იმის პასუხისმგებლობას, რომ ნებისმიერ საკითხზე ჩვენ საზოგადოებასთან ღიად და გულწრფელად უნდა ვილაპარაკოთ. ჩვენთვის კრიტიკული და მიუღებელი თემები ამ შემთხვევაში არ არსებობს. განსხვავებული პოზიცია აქვს ოპოზიციას - მათ მარტო იმ საკითხებზე უნდათ ლაპარაკი, რომელზეც ფიქრობენ, რომ აწყობთ. ხოლო თუ სადმე პრობლემატურ საკითხს დაინახავენ, გაურბიან მასზე ლაპარაკს, ცდილობენ თემა შეცვალონ, სხვა რამეზე გააკეთონ აქცენტები, რომ საზოგადოების ფოკუსირება გადაიტანონ და ა. შ. ეს არის კიდევ ერთი ფუნდამენტური განსხვავება, რომ ჩვენ ყველა თემაზე შეგვიძლია საუბარი საზოგადოებასთან, ისინი კი მხოლოდ იმ თემაზე საუბრობენ, სადაც ისევ თავისი პოლიტიკური პარტიის ინტერესიდან გამომდინარეობენ. ასე, ფაქტების დამახინჯებით, სიცრუით, სხვანაირი შეფუთვით ცდილობენ გაურკვეველი რეალობის შექმნას, რათა სიცრუის მეტი დოზა შეიტანონ ქართულ საზოგადოებაში. მათი ეს გზა განწირულია, თუ ეს დასკვნა აქამდე ვერ გამოიტანეს, მაშინ კიდევ უფრო დიდი ფიასკო ელით მათ ქართულ პოლიტიკაში და ქართული საზოგადოების წინაშე“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930