გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
"განასედკება" გაუპატიურების მუქარითაც ხდებოდა, ჯიუტებს კი აუპატიურებდნენ კიდეც - რას იხსენებს გლდანის ციხის ყოფილი თანამშრომელი

5-02-2020

გლდანის ციხის ყოფილი თანამშრომელი, რეჟიმის განყოფილების ინსპექტორი, ბესარიონ ხუბუა იხსენებს თუ როგორ ხდებოდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ციხეებში ე.წ. ნასედკების "დავერბოვკება" და რა გავლენოთ სარგებლობდნენ ისინი საპატიმროში.


ხუბუას განცხადებით, "ნასედკების" თვით ციხის თანამშრომლებსაც კი ეშინოდათ.


"პატიმრის გადაბირებას და "განასედკებას" ციხის უსაფრთხოების სამსახური თაობდა, რომელსაც ვიქტორ ყაჭეიშვილი ხელმძღვანელობდა.


"ნასედკა" პატიმრებს დიდი გავლენა ჰქონდათ და იყვნენ ისეთი "ნასედკებიც", რომლებსაც ადმინისტრაცია საკუთარ თანამშრომლებზე მეტად ენდობოდა.


ასეთი შემთხვევაც მახსოვს, თანამშრომელი "ნასედკა" პატიმრის ინფორმაციის საფუძველზე სამსახურიდან გაუშვეს. ადმინისტრაციას წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული თუ რომელი პატიმარი უნდა გადაებირებინა. შანტაჟით და ფიზიკური ძალადობით პატიმრის გადაბირება იკრძალება, აგენტობა ნებაყოფილობითია, თუმცა კანონს არავინ დაგიდევდათ.


გადასაბირებლად ისეთ პატიმრებს არჩევდნენ, რომლებსაც კრიმინალური მენტალიტეტისკენ ჰქონდათ მიდრეკილება და პატიმრებში ავტორიტეტით სარგებლობდნენ. ისეთ პატიმრებზეც აკეთებდნენ აქცენტს, ვინც ადვილად დასაყოლიებელი ჩანდა. თანამშრომლობის დოკუმენტზე ხელმოწერას ხშირად ცემა-ტყეპით აიძულებდნენ. განსაკუთრებით აქტუალური იყო კომპრომატით ზემოქმედება.


ზოგი, რეალური კომპრომატის გამჟღავნების შიშით თანხმდებოდა აგენტობას, სხვებს კი მახეს უგებდნენ და კომპრომატს ხელოვნურად უქმნიდნენ, რაშიც ისევ "ნასედკა" პატიმრებს იყენებდნენ.


გადაბირება ხდებოდა გაუპატიურების მუქარითაც, განსაკუთრებით ჯიუტებს კი კიდეც აუპატიურებდნენ.


ყოფილა შემთხვევა, როდესაც პატიმარს ყოველგვარი ტანჯვა აუტანია და აგენტობას არ დათანხმებულა, მაგრამ ასეთები, როგორც წესი არაადამიანურ პირობებში აღმოჩნდებოდნენ ხოლმე.


""ნასედკების" ფუნქცია ყოველგვარი ინფორმაციის მოპოვება და ადმინისტრაციისთვის მიწოდება იყო. თითო "ნასედკა" ყველა საკანში უნდა ყოფილიყო.
"ნასედკებს" მარტო პატიმრებზე კი არა, თანამშრომლებზე მეთვალყურეობაც ევალებოდათ. მათ მიჰქონდათ ადმინისტრაციასთან ენა, რომ ესა თუ ის თანამშრომელი პატიმარს ლოიალურად მოექცა ან, მაგალითად ტკივილგამაყუჩებელი წამალი მისცა. ადმინისტრაცია ამით ავლენდა თანამშრომლებს, რომლებიც პატიმრების მიმართ გულისხმიერები იყვნენ"-"აცხადებს ხუბუა.


მისივე თქმით, სააკაშვილის დროს ციხიდან გათავისუფლებული "ნასედკები" გარეთაც განაგრძობდნენ უკანონო და ბინძურ საქმიანობას.


"ადამიანებს ცილისწამებით აჭერინებდნენ, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ პირებს მახეებს უგებდნენ და მათი საქმანობის შესახებ ამბები პატრონებთან მიჰქონდათ.


ყოფილი "ნასედკა" მშვიდად ვერასდროს იცხოვრებს, რადგან მათ პატრონებს ყოველთვის ექნებათ საშუალება, კანონის გვერდის ავლით, მაგრამ მაინც, მათი აგენტობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელონ საზოგადოებაში"-განაცხადა ხუბუამ.




წყარო: ასავალ-დასავალი 2013 წ. 22.07

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930