გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს

5-02-2020

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი“ სიგარეტისა და ალკოჰოლური სასმელის (5.7 ლიტრი) კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.


შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი ავტომანქანის, ასევე პირადი ბარგის და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 7 600 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.


საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930