5-02-2020
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პოლიტიკური კრიზისის სახე არის ის, რაც ხდება ჭიშკართან, 200 „ნაცი“ იკრიბებოდა და ახლა 200 „ნაციც“ ვერ იკრიბება, ისინი არიან ოლიმპიური ჩემპიონები უნიათობაში.
„რა დროს ვადამდელი არჩევნებია, თებერვალი დადგა უკვე და ოქტომბერში ისედაც უწევს არჩევნები. თუ ოქტომბრის არჩევნებს ეძახით ვადამდელ არჩევნებს, მაშინ შეგიძლიათ თქვათ, რომ ვადამდელი იქნება ოქტომბერში. 60 ოლიმპიური ჩემპიონი უნიათობაში დგას ჭიშკართან, ეს არ არის პოლიტიკური კრიზისი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.