5-02-2020
„მადლობა თქვენ და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, ყველას, ვინც დგას ჩვენი საზღვრების სადარაჯოზე და არ უშვებს იმ უბედურებას, რასაც კორონავირუსი ჰქვია. თუ ჩვენ მოვახერხებთ, რომ მიუღწეველი იყოს ამ ჭირისთვის საზღვრის გადმოლახვა, ეს იქნება უმნიშვნელოვანესი გამარჯვება.
კიდევ მეორე ვირუსია ჩვენთან, რომელიც პარლამენტის კართან დგას. ეს ნაციონალური ვირუსია, მაგრამ მისი არეალი არ არის ისეთი დიდი. ვისაც უნდა გადასდებოდა, გადაიდო და მე მგონი, თქვენი და სხვა სფეროების წარმატებული საქმიანობაც შეუწყობს ხელს იმას, რომ ეს არეალი დაპატარავდეს“,-მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ სქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს.
მან ყურადღება გაამახვილა, ასევე სოციალური დახმარების მექანიზმებზე, რომლს დახვეწის აუცილებლობის შესახებ განაცხადა მინისტრმა თავის გამოსვლაში დეპუტატების წინაშე.
„არის ხოლმე ხშირად შეფასებები, რომ სოციალური დახმარების მექანიზმი არის არაობიექტური და არასამართლიანი. მიუხედავად ამისა, ვერ მოხერხდა სამართლიანი გადანაწილება. ნაწილს, სოციალური შემწეობა აქვს მაშინ, როცა არ სჭირდება და ვისაც სჭირდება, მას არ აქვს“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ. იგი დაინტერესდა, თუ როგორ აპირებს ეკატერინე ტიკარაძე ამ მექანიზმის დახვეწასა და სრულყოფას.