6-02-2020
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან17 საათამდე შეზღუდვა თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ანაპის 414-ე დივიზიის, გუდამაყრის და ბუაჩიძი ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 10 საათიდან 18 საათამდე სოფელი ზურგოვანის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, სოფელი დიღმის, ფარნავაზის გამზირის, დემეტრე თავდადებულის და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
ასევე გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას მეტრო „სარაჯიშვილი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის„ა“ მიკრორაიონის, ხიზანიშვილის, ვეკუას, თემქის, ხევძმარის, შეშელიძის და სარაჯიშვილის ქუჩების მაცხოვრებლები, 10 საათიდან 16 საათამდე აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) და ბოხუას ქუჩის მაცხოვრებლები, 11 საათიდან15 საათამდე გუთნის, ახმეტის, თელავის და წინანდლის ქუჩების მაცხოვრებლები, 11 საათიდან13 საათამდე კი სანაპიროს ქუჩის მაცხოვრებლები.