გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აგვისტო 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სტამბოლის აეროპორტში თვითმფრინავის ავარიულად დაშვების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა

6-02-2020

თურქეთში, სტამბოლის საბიჰა გოქჩენის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავის ავარიული დაშვების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო Anadolu ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით წერს

გამოცემის ინფორმაციით, გაიზარდა დაშავებულთა რაოდენობაც. დაზუსტებული მონაცემებით, ინციდენტის შედეგად 157 ადამიანი დაშავდა. 

ინციდენტი სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტში 5 თებერვალს მოხდა. სამგზავრო თვითმფრინავი დაშვებისას ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და რამდენიმე ნაწილად დაიშალა. მომხდართან დაკავშირებით განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე ბორტზე საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031