გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 24, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: დასკვნაში არსად წერია, რომ ოპოზიციის მიერ მომზადებული პროექტი კონსტიტუციურია

6-02-2020


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების პროექტთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნაზე საუბრისას განაცხადა, რომ ეუთო/ოდირი თუ ამბობს, რომ კონსტიტუციურობის საკითხს ვერ გაარჩევს, მაშინ ვერც იმას დაწერენ, რომ კონსტიტუციურია და ვერც იმას, რომ არაკონსტიტუციურია.


შესაბამისად, მდინარაძის თქმით, დასკვნაში არსად წერია, რომ ოპოზიციის მიერ მომზადებული პროექტი კონსტიტუციურია.


„თუ ეუთო/ოდირი გეუბნება, რომ ისინი ვერ გაარჩევენ იმ თემას, რასაც ჰქვია კონსტიტუციურობის საკითხი, მაშინ ვერც იმას დაწერენ, რომ კონსტიტუციურია და ვერც იმას, რომ არაკონსტიტუციურია. ამაზე მოჭიდება და საზოგადოების ამით მოტყუება, რეალურად, ძალიან დიდი სირცხვილია. ეუთო/ოდირმა ოპოზიცია ძალიან მძიმედ დატუქსა. ძალიან სამწუხაროა, შეიძლება ეს ჩემი მხრიდან, როგორც სუბიექტური ადამიანის მხრიდან, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ოპოზიციაზე რაღაც გამარჯვება იყოს, მაგრამ მეორე მხრივ, როდესაც ქვეყანაში გყავს ოპოზიცია, რომელიც ეუთო/ოდირის შეფასებით არის ძალიან არაკომპეტენტური, უხერხულია“ ,- განაცხადა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031