გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 25, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიგა ბოკერია: ივანიშვილი გონს, რომ მოეგება შესაბამისად, გონს მოეგება მისი კლოუნი, წულუკიანიც

6-02-2020

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარისას აღნიშნა, რომ დროზე მოეგოს გონს ივანიშვილი და შესაბამისად, გონს მოეგება ყველა მისი კლოუნი, წულუკიანის ჩათვლით.


თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ  განაცხადა, რომ გიგა ბოკერია საარჩევნო მოდელთან დაკავშირებულ შეხვედრაზე თითს აქნევდა მოლაპარაკების მაგიდასთან და ამბობდა, რომ თუ არ დათანხმდებით ჩვენს მოდელს, ქვა ქვაზე არ დარჩებაო.


„საჯაროდ ვიმეორებ უკვე, თვეებია მეც და მთლიანად ოპოზიციაც, საზოგადოების გზავნილიც არის – დროზე მოეგოს გონს ივანიშვილი და შესაბამისად, გონს მოეგება ყველა მისი კლოუნი, წულუკიანის ჩათვლით. დაანებონ თავი ქვეყნის დაზიანებას, საზოგადოებასთან დაპირისპირებას და თავის პოლიტიკურ დაღუპვას. წაიღონ უკან შეურაცხყოფა, მიიღონ პროპორციული სისტემა და შეწყდეს ძალადობა და რეპრესიები“, განცხდა ბოკერიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031