გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 24, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დუშეთის მუნიციპალიტეტში ქალი მგელმა დაკბინა

7-02-2020

დუშეთის მუნიციპალიტეტში შუახნის ქალი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მგელმა დაკბინა. შემთხვევა გუშინ მოხდა.


დაშავებული მძიმე დაზიანებებით ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს. მას დაზიანებული ჰქონდა სახე და ზედა კიდურები.


ექიმის ინფორმაციით, დაშავებულს ჩაუტარდა რამდენიმე, მათ შორის პლასტიკური ოპერაციაც. მისივე თქმით, ამ დროისთვის პაციენტი კონტაქტურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


„მძიმე დაზიანებები იყო. სახეზე ჰქონდა მრავლობითი ნაფლეთოვანი ჭრილობა. ორივე ხელი ჰქონდა მძიმედ დაზიანებული და ზურგზეც ჰქონდა მრავალი ნაკბენი. სპეციალური ბრიგადის მიერ რამდენიმე ოპერაცია ჩატარდა. სახის დაზიანებები პლასტიკური ქირურგის მიერ იქნა აღდგენილი. ხელის აღდგენა მოხერხდა ყველა სტრუქტურის აღდგენით, თუმცა შესაძლოა, მოჰყვეს გართულებები, რადგან მგელის ნაკბენით მიყენებული ჭრილობები რთულად ხორცდება. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ექიმმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031