გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
ლევან ბერძენიშვილი: სააკაშვილთან მეგობრობამ გია ნოდიას სინდის-ნამუსი გაუწყვიტა

7-02-2020

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბერძენიშვილი პოლიტოლოგ გია ნოდიას მიერ 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმიანება, სადაც ნოდია აღნიშნავს, რომ "არჩევნებში ფულმა გაიმარჯვა".


ბერძენიშვილმა ნოდიას უსინდისო უწოდა.


იმ დროისთვის ლევან ბერძენიშვილი და რესპუბლიკური პარტია კოალიცია "ქართული ოცნების" შემადგენლობაში იყო.


ინტერვიუ გაზეთ "ყველა სიახლის" 2012 წლის 3 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნდა:


„მესმის ნოდიას ფულის მიმართ აქვს ზუსტად ისეთი დამოკიდებულება, როგორც უნდა ჰქონდეს ტიპს, რომელმაც თავის დროზე სააკაშვილს გაუყალბა ეგზიტპოლი, მერე ცოტა ხანს მისი მინისტრიც იყო და ა.შ.


მასზე ვერ ვიტყვი, რომ გაუნათლებელი კაცია, მაგრამ მიხეილ სააკშვილთან მეგობრობამ გია ნოდიას სინდის-ნამუსი გაუწყვიტა. მისი მოსაზრება საინტერესოა, მაგრამ არა მნიშვნელოვანი. ვიმეორებ, მაგას თუ მიხეილ სააკაშვილი თავისი ცოცხებით დემოკრატი ჰგონია, ნიშნავს იმას, რომ ვერ არის მთლად კარგად ზნეობასა და მორალთან.“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.


შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადება გააკეთა, ლევან ბერძენიშვილი ამ ფაქტს არც თუ კმაყოფილებით შეხვდა და განაცხადა, რომ ცნობილია, სად და რომელ ქვეყანაში იშოვა ივანიშვილმა ფული.


მოგვიანებით კი, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა რესპუბლიკელებთან თანამშრომლობის და მათთან კოალიციის შექმნის სურვილი გამოთქვა, ლევან ბერძენიშვილის რიტორიკა შეიცვალა.


კიდევ უფრო მოგვიანებით კი ის "ქართული ოცნებისა" და მისი ლიდერის კრიტიკას კვლავ დაუბრუნდა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც შეხვდა.
ამასთან, 2019 წლის ზაფხულში, გადაცემაში "მძიმე კაცთან", ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ "სააკაშვილი დღეს ერთადერთი ქარიზმატული ლიდერია".

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930