გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ბურჯანაძე: მზად ვართ, ვიპოვოთ მისაღები ვარიანტი, რომ ქვეყანაში სტაბილურობა შენარჩუნდეს და თავისუფალი დემოკრატიული არჩევნები მოვიპოვოთ

7-02-2020


„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდისთვის ოპოზიცია კონსტრუქციულად არის განწყობილი.


მისი თქმით, ოპოზიციისთვის ხელისუფლების მიერ შეთავაზებული 100/50-ზე სისტემა მიუღებელია, რადგან დღევანდელი საარჩევნო სისტემის არსს არ ცვლის.


„ვფიქრობ, ჩვენი წინადადება არის ძალიან კონსტრუქციული და თუ ხელისუფლებას მართლა გონიერება შერჩენია, უნდა წამოვიდეს ამ კომპრომისზე. მით უფრო, რომ რაც არ უნდა ილაპარაკოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, რომელმაც განაცხადა, რომ ქვეყანაში კრიზისი არ არისო, ოღონდ ამ კრიზისს გადაყვა მისი თანამდებობა და ეტყობა, დღესაც პარლამენტის თავმჯდომარე ჰგონია თავი, ჩემთვის, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილების მქონე ადამიანისთვის, სრულიად ერთმნიშვნელოვანია განცხადებები, რომლებიც გაკეთდა პარლამენტის დღევანდელი თავმჯდომარის ვიზიტის შემდეგ. დიახ, ეს არის მოწოდება, რომ კომპრომისი იქნეს მოძებნილი და რომ, ხელისუფლებამ ოპოზიციასთან საერთო ენა იპოვოს. მზად ვართ, ვიპოვოთ მისაღები ვარიანტი, რომ ქვეყანაში სტაბილურობა შენარჩუნდეს და თავისუფალი დემოკრატიული არჩევნები მოვიპოვოთ“, – განაცცადა ნინო ბურჯანაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930