7-02-2020
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებით, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ჩინეთში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქისთვის საქართველოში გამოფრენას უზრუნველყოფს.
კერძოდ, ქართული ოჯახი საქართველოში პეკინიდან ხვალ გამოფრინდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სამი მოქალაქე, რომელიც ჩინეთის ქალაქ იანგჭოუში იმყოფება, ფრენების გაუქმების გამო ქვეყანაში დაბრუნებას ვერ ახერხებდა.