გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: ალეკო ელისაშვილი უქნარა და ნაცარქექიაა

8-03-2018

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ღამის ეკონომიკის“ განვითარება მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო, ამიტომ ამ პროექტს განახორცილებს. 
ამ განცხადებით კალაძემ „ღამის ეკონომიკის“ განვითარებასთან დაკავშირებით ელისაშვილის კრიტიკას უპასუხა. 
კალაძემ ალეკო ელისაშვილს ნაცარქექია უწოდა. 
„გაუგებარია, რამდენად უნდა გავაკეთო კომენტარი ადამიანის განცხადებაზე, რომელსაც ცხოვრებაში არაფერი შეუქმნია. ადამიანი, რომელიც არის ჩვეულებრივი უქნარა, ნაცარქექია. მე მაქვს ჩემი ხედვა, რომელსაც დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. შესაბამისად, ჩემი დაპირება რაც იყო წინასაარჩევნოდ, ვალდებული ვარ, ეს დაპირება შევასრულო. და ამას აუცილებლად გავაკეთებ“- განაცხადა კალაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930