გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ეს არის პირადად ივანიშვილის გადაწყვეტილება“ - გიგი უგულავა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება

10-02-2020

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულვა, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც უგულავას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.


უგულავას თქმით, ეს არის პირადად ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომელიც შეასრულეს იმ მოსამართლეებმა, რომლებსაც იმის დროც კი არ ჰქონდათ, რომ საქმეს გაცნობოდნენ.


„მე არ ვაპირებ შევიდე სამართლებრივ ნაწილში, რადგან ეს არის ჩვეულებრივად უსამართლო გადაწყვეტილება, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება და ეს არის პირადად ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომელიც შეასრულეს იმ მოსამართლეებმა, რომლებსაც იმის დროც კი არ ჰქონდათ, რომ საქმეს გაცნობოდნენ. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ოდნავ თავმოყვარე მოსამართლემაც კი არ შეასრულა ეს ბრიყვული ბრძანება და უდიპლომო თადუმაძის ხელით მომისაჯა ეს ბოდვა.  რას ვაპირებ მე - მხოლოდ სიმტკიცე, ღიმილი, მინიმალური ღელვა და კონცეტრაცია საქმეზე. გზა, რომელიც აირჩია ოპოზიციამ, აშინებს ივანიშვილს. ერთობა, რომელიც აქ სუფევს, გამარჯვების წინაპირობაა. ამ გზაზე იქნება დაჭერები და ივანიშვილი, ფაქტია, გონდაკარგულია. ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. არავითარი დაჭერა არ შეგვაცვლევინებს აზრს და არ ვაპირებთ ბინძურ ვაჭრობაში შევიდეთ ამ გოგოლის პერსონაჟთან. არ ვაპირებთ ვივაჭროთ ადამიანების ზურგს უკან. თავისუფლების გზა თუ გადის ციხეზე, მზად ვარ მესამედ წავიდე ციხეში. მე ამაზე არ ვწუხვარ“,- განაცხადა გიგი უგულავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930