გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე საპარლამენტო დისციპლინის გასაუმჯობესებლად კონკრეტული ზომების მიღებას გეგმავს

23-12-2017

„ეთიკის კოდექსი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს პარლამენტში ეთიკის სტანდარტების სათანადო დაცვას. გარდა ამისა, აღვნიშნავ, რომ კონკრეტული ზომები იქნება მიღებული იმისათვის, რომ საპარლამენტო დისციპლინის მდგომარეობა გაუმჯობესდეს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, „ეთიკის კოდექსზე“ მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში საერთაშორისო პარტნიორებიც იყვნენ ჩართულნი.

„ გამოვიყენეთ საუკეთესო პრაქტიკა, ევროპული პრაქტიკა დოკუმენტზე მუშაობის პროცესში და ამის საფუძველზე მომზადდა ეთიკის კოდექსი. რა თქმა უნდა, სანქციები არ არის ერთადერთი, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტი, რომლის საფუძველზეც უნდა გაუმჯობესდეს საპარლამენტო ცხოვრების, ასე ვთქვათ, ხარისხი, თუმცა, მთლიანობაში, მე ვიტყოდი, რომ ეთიკის კოდექსი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს პარლამენტში ეთიკის სტანდარტების სათანადო დაცვას“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საპარლამენტო დისციპლინის უკეთ დასაცავად ცვლილებების განხორციელება იგეგმება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტშიც.

„ კონკრეტული ზომები იქნება მიღებული იმისათვის, რომ, ასე ვთქვათ, საპარლამენტო დისციპლინის მდგომარეობა გაუმჯობესდეს, მათ შორის იგეგმება რეგლამენტში ცვლილებები, რაც ხელს შეუწყობს ამ დისციპლინის უკეთეს დაცვას“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930