გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„სულ მალე მატროსოვი გარდაიქმნება ივანიშვილის პოლიტპატიმრების მუზეუმად“ - მიხეილ სააკაშვილი გიგი უგულავას დაპატიმრებას ეხმაურება

11-02-2020

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავების ფაქტს ეხმაურება.

 

სააკაშვილის თქმით, პუტინს ბევრად ნაკლები პოლიტპატიმარი ჰყავს ამხელა რუსეთში, ვიდრე ივანიშვილს ჰყავს უკვე საქართველოში.


„მე არ ველოდი, რომ გიგი უგულავას ამ ბრალდებით, სამართლებრივი ნორმების ასეთი დარღვევით დაიჭერდნენ. ვერ წარმომედგინა რომ ამ ნორმებით, ასეთი დარღვევით შესაძლებელი იყო სადმე, არა მხოლოდ საქართველოში, ადამიანის დაჭერა. ეს არის უკიდურესი სისუსტის გამოხატულება, უკიდურესად შეშინებული ადამიანის ქმედებაა. ერთი-ერთში მახსენებს ასლან აბაშიძეს. ზუსტად ასე ჩამოიშალა ასლან აბაშიძე. იცით ჩემი დამოკიდებულება პუტინის მიმართ, მაგრამ პუტინს ბევრად ნაკლები პოლიტპატიმარი ჰყავს ამხელა რუსეთში, ვიდრე ივანიშვილს ჰყავს უკვე საქართველოში.


მინდა გამოვხატო აღფრთოვანება გიგი უგულავას გამბედაობით. მე მას ვესაუბრე ტელეფონით და მართლაც იმსახურებს ძალიან დიდ პატივისცემას. ივანიშვილი უკვე არის ამარცხებული. არ არსებობს არც ერთი მანიპულაცია, რომლითაც მან შეიძლება რომ გაიმარჯვოს და აქედან გამოძვრეს.


მას პირველი დიდი მარცხი მოუვიდა როდესაც ახალგაზრდები გამოვიდნენ ქუჩაში და იყო ჩაგონება, რომ ახალგაზრდების საქმე არაა პოლიტიკა, ეს ბინძური საქმეა და პოლიტიკოსებს არ უნდა გაეკარო, ჩამოეშალა ხუხულასავით. შეიქმნა უამრავი ახალგაზრდული ჯგუფი, რომელიც ძალიან მაგრად იბრძვის.


მეორე დიდი მარცხი იყო როდესაც პრაქტიკულად მთელი ოპოზიცია გაერთიანდა და მას არ დარჩა არც ერთი პოლიტიკოსი.


მესამე დიდი მარცხი არის ის, რომ უკვე აღარავის აღარ ეშინია მისი დაჭერების, თავაწეული, როგორც გიგი, მიდის ხალხი და ყველა ხვდება, რომ ეს არის ამ ყვარყვარე თუთაბერის ბოლო დღეები, იმიტომ, რომ სულ მალე მატროსოვი გარდაიქმნება პოლიტპატიმრების მუზეუმად, როგორიც არის რობენის კუნძული სამხრეთ აფრიკაში.” - განაცხადა სააკაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930