გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით მათიკაშვილი: პოლიტიკოსობა ვერ გახდება ინდულგენცია იმისთვის, რომ სამართალდამცავმა ორგანომ და კანონმა შესაბამისი გადაწყვეტილება არ გამოიტანოს

11-02-2020

„ქართული ოცნების" დეპუტატი დავით მათიკაშვილი, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, გიგი უგულავას ე.წ ფონდის საქმეზე კიდევ სამი წლით პატიმრობა მიესაჯა


მათიკაშვილი თქმით, პოლიტიკოსობა ვერ გახდება ინდულგენცია იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, სამართალდამცავმა ორგანომ და კანონმა შესაბამისი გადაწყვეტილება არ გამოიტანოს კონკრეტული პირის მიმართ.


„პოლიტიკოსობა ვერ გახდება ინდულგენცია იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, სამართალდამცავმა ორგანომ და კანონმა შესაბამისი გადაწყვეტილება არ გამოიტანოს კონკრეტული პირის მიმართ. ეს არის წმინდა წყლის იურიდიული დავა, სუფთა სპეკულაციაა ყველაფერი დანარჩენი, რომელიც მის რაიმე სახით პოლიტიკურ ელფერს ეხება, შესაბამისად, კანონის წინაშე ყველამ უნდა აგოს პასუხი“, -განაცხადა მათიკაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031