გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ეს შენი წარსულია
რატომ არ ისურვა სტალინმა პეტრე პირველის ქართველობის სამზეოზე გამოტანა

8-03-2018

იყო ჩრდილოეთს ხელმწიფე,
თეთრი რუსეთის მჭირველი,
თვითმპყრობელობის მიმღები,
პეტ­რედ ცხე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი.


ასე წერ­და ქარ­თლის ჭი­რი­თა და უი­მე­დო­ბით შეძ­რუ­ლი და­ვით გუ­რა­მიშ­ვი­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს "ხსნას" ისიც რუ­სე­თის დი­დი იმ­პე­რა­ტო­რის მსგავ­სთა შემ­წე­ო­ბით მო­ე­ლო­და... თუმც კი და­ვით გუ­რა­მიშ­ვილს იმ დროს მო­უ­წია მოს­კოვს ჩას­ვლამ, რო­ცა პეტ­რე პირ­ვე­ლი უკ­ვე ოთხი წლის გარ­დაც­ვლი­ლი იყო, მაგ­რამ დი­დი იმ­პე­რა­ტო­რის სა­ხე­ლი ისევ ქუხ­და რუ­სე­თის ძლე­ვა­მო­სილ იმ­პე­რი­ა­ში.რუ­სე­თის ის­ტო­რი­ა­ში პეტ­რე პირ­ვე­ლი აღი­ა­რე­ბუ­ლია უძ­ლი­ე­რეს მე­ფე­-იმ­პე­რა­ტო­რად, ასე­ვე უპირ­ვე­ლეს სა­ხელ­მწი­ფო მოღ­ვა­წედ და სარ­დლად. იგი იყო მე­ფე ალექ­სეი მი­ხა­ი­ლო­ვი­ჩის ერ­თა­დერ­თი ვა­ჟიშ­ვი­ლი მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბი­დან (ნა­ტა­ლია ნა­რიშ­კი­ნას­გან).


სა­ხე­ლი პეტ­რე ბერ­ძნუ­ლად ნიშ­ნავს კლდეს, ქვას (რო­გორც ცნო­ბი­ლი­ა, პეტ­რე ანუ კლდე ზედ­წო­დე­ბა გახ­ლდათ იე­სო ქრის­ტეს უახ­ლო­ეს მო­წა­ფე სი­მო­ნი­სა. სი­მონ­მა ეს წო­დე­ბა თვით იე­სოს­გან მი­ი­ღო). ამ­დე­ნად, სა­ხე­ლი პეტ­რე ღვთი­უ­რი მად­ლით იყო ცხე­ბუ­ლი.


პეტ­რე პირ­ვე­ლი თა­ვა­დაც კლდე­სა­ვით მა­გა­რი და მტკი­ცე იყო, გამ­ჭრი­ა­ხი, გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი ნე­ბის­ყო­ფით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი, რაც სრუ­ლად გა­მოვ­ლინ­და მი­სი იმ­პე­რა­ტო­რო­ბის წლებ­ში. გარ­შე­მო შე­მოკ­რე­ბი­ლი ჰყავ­და ნი­ჭი­ე­რი, ერ­თგუ­ლი მოღ­ვა­წე­ნი, რო­მელ­თა შო­რის ერ­თ-ერ­თი ღირ­სე­ულ­თა­გა­ნი გახ­ლდათ ქარ­თვე­ლი ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი ალექ­სან­დრე, არ­ჩი­ლის ვა­ჟი. იგი თან ახ­ლდა პეტ­რე პირ­ველს საზღ­ვარ­გა­რეთ, თა­ვის დრო­ზე შე­სა­ფე­რის გა­ნათ­ლე­ბა­მი­ღე­ბულს არ გას­ჭირ­ვე­ბია რუ­სუ­ლი არ­ტი­ლე­რი­ის პირ­ვე­ლი სარ­დლის პოს­ტზე დგო­მა.


რუ­სე­თის დიდ იმ­პე­რა­ტორ­ზე სხვა­დას­ხვა ჟან­რის არა­ერ­თი ნა­წარ­მო­ე­ბი, წიგ­ნი და მო­ნოგ­რა­ფია შე­იქ­მნა. მათ­ში გა­შუ­ქე­ბუ­ლია იმ­პე­რა­ტო­რის ცხოვ­რე­ბი­სა და მოღ­ვა­წე­ო­ბის მრა­ვალ­წახ­ნა­გო­ვა­ნი ას­პექ­ტე­ბი. მხატ­ვრულ ნა­წარ­მო­ებ­თა შო­რის გა­მორ­ჩე­უ­ლია რუ­სი მწერ­ლის, ალექ­სეი ტოლ­სტო­ის რო­მანი-ე­პო­პეა "პეტ­რე პირ­ვე­ლი". თა­ვის დრო­ზე ეს ნა­წარ­მო­ე­ბი უახ­ლეს რუ­სულ მწერ­ლო­ბა­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს მოვ­ლე­ნად აღი­ა­რეს. რო­მან­ში ავ­ტო­რი ცდი­ლობს რუ­სი ხალ­ხი­სა და რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა­თა ამოხ­სნას. რო­მან­-ე­პო­პეა ორ წიგ­ნად გა­მო­ი­ცა გა­სუ­ლი საუ­კუ­ნის 30-40-ი­ან წლებ­ში, მე­სა­მე წიგ­ნი კი მწე­რალს და­უმ­თავ­რე­ბე­ლი დარ­ჩა.


პირ­ვე­ლი წიგ­ნი მო­ი­ცავს დიდ ეპო­ქას - პეტ­რეს ბავ­შვო­ბი­დან და­ვაჟ­კა­ცე­ბამ­დე.
ჩვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა პეტ­რეს ბი­ოგ­რა­ფი­ის ზო­გი­ერ­თი მო­მენ­ტი, კერ­ძოდ, მი­სი გე­ნე­ტი­კუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბა. რო­მან­ში ეს ე.წ. სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა გახ­სნი­ლი არ არის. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვერ­სი­ით (შე­სა­ბა­მი­სი სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლე­ბი­სა და დო­კუ­მენ­ტუ­რი წყა­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით), რუ­სე­თის მე­ფე ალექ­სეი მი­ხა­ი­ლო­ვი­ჩის პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე უკურ­ნე­ბელ­მა სენ­მა იმ­სხვერ­პლა. პირ­ველ ქორ­წი­ნე­ბა­ში შე­ძე­ნი­ლი ვა­ჟე­ბი სნე­უ­ლნი იყ­ვნენ, 41 წლის მე­ფეს კი ჯან­მრთე­ლო­ბა გა­უ­უ­ა­რეს­და და ღრმად მო­ხუცს ჰგავ­და.


სა­მე­ფო ტახტს შთა­მო­მა­ვა­ლი არ ჰყავ­და, ამი­ტომ პატ­რი­არქ ნი­კო­ნის და­ჟი­ნე­ბუ­ლი მოთხ­ოვ­ნით, მე­ფე მე­ო­რედ და­ქორ­წინ­და 20 წლის თა­ვა­დის ასულ ნა­ტა­ლია ნა­რიშ­კი­ნა­ზე. ნა­ტა­ლი­ას­თან, მის რუ­სე­თის დე­დოფ­ლად გახ­დო­მამ­დე, "მე­გობ­რობ­და" ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი უფ­ლის­წუ­ლი ნი­კო­ლო­ზი (ე­რეკ­ლე). იგი კახ­თა მე­ფე თე­ი­მუ­რაზ I-ის ვა­ჟის, და­ვი­თის ძე იყო. პა­პამ, თე­ი­მუ­რაზ­მა რუ­სე­თის მე­ფის კარ­ზე გაგ­ზავ­ნა. იქი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ჯერ ქარ­თლში მე­ფობ­და, შემ­დეგ კა­ხეთ­ში (ე­რეკ­ლე I), ბო­ლოს კი შა­ჰის სარ­და­ლიც გახ­და და ნა­ზა­რა­ლი-­ხა­ნი უწო­დეს.


რად­გან რუ­სე­თის მე­ფეს შთა­მო­მა­ვა­ლი აღარ ეყო­ლე­ბო­და, პატ­რი­არქ ნი­კო­ნის "არ­ჩე­ვა­ნი" სწო­რედ ქარ­თველ ბა­ტო­ნიშ­ვილ­ზე შე­ჩერ­და - ბაგ­რა­ტი­ონ­თა სა­მე­ფო გვა­რის შთა­მო­მა­ვალს უნ­და "გა­და­ერ­ჩი­ნა" რუ­სე­თის სა­მე­ფო ტახ­ტი უძე­ო­ბის­გან. პატ­რი­არქ ნი­კო­ნის აზ­რით, ეს იყო პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით გა­დად­გმუ­ლი აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნა­ბი­ჯი. ამ­გვა­რად, ქვე­ყა­ნას მო­ევ­ლი­ნა რუ­სე­თის ყვე­ლა დრო­ის უდი­დე­სი იმ­პე­რა­ტო­რი, რომ­ლის ძარ­ღვებ­ში ქარ­თველ ბაგ­რა­ტი­ონ­თა სის­ხლი ჩქეფ­და. თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, ცნო­ბი­ლი არ არის, იცო­და თუ არა თა­ვად პეტ­რე პირ­ველ­მა თა­ვი­სი წარ­მო­მავ­ლო­ბის სა­ი­დუმ­ლო.

გა­ვიხ­სე­ნოთ ალექ­სეი ტოლ­სტო­ის რო­მა­ნი­დან ერ­თი ეპი­ზო­დი:


"რო­დე­საც მე­ფე ალექ­სეი მი­იც­ვა­ლა, პატ­რი­არ­ქმა ნი­კონ­მა ყვე­ლას გა­სა­გო­ნად გა­მო­აცხ­ა­და: "ვიგ­ლო­ვოთ, დი­დე­ბუ­ლე­ბო", შემ­დგომ კი მრა­ვალ­რიცხ­ო­ვან შეკ­რე­ბილთ მი­მარ­თა: "მე­ფის ძე­თა­გან რო­მე­ლი აბ­რძან­დეს ტახ­ტზეო". არ­ჩე­ვა­ნი დად­გა: პეტ­რე თუ ივა­ნე? უმე­ტე­სო­ბა პეტ­რეს ირ­ჩევ­და, არა­ვის უნ­დო­და ჭკუ­ა­სუს­ტი ივა­ნეს მე­ფო­ბა.


თუმ­ცა მრის­ხა­ნე­ბას ვერ ფა­რავ­და მე­ფის ასუ­ლი სო­ფი­ო, რო­მელ­საც სძულ­და დე­დი­ნაც­ვა­ლი, რუ­სე­თის დე­დო­ფა­ლი ნა­ტა­ლია ნა­რიშ­კი­ნა. მან მო­უ­წო­და თა­ვის მომ­ხრეთ: "ნუ შე­შინ­დე­ბით, შუ­ბის წვერ­ზე აა­გეთ ჩე­მი მტრე­ბი, ნა­რიშ­კი­ნე­ბი! ნუ შე­შინ­დე­ბით და ტახ­ტი­დან ჩა­მო­აგ­დეთ ის ბი­ჭი (ე­.ი. პეტ­რე, მი­სი­ვე ნა­ხე­ვარ­ძმა), იმ ძუკ­ნის ლეკ­ვი".


ამ­გვა­რად, უნ­და გა­დაწყ­ვე­ტი­ლი­ყო სა­კითხი: ვინ აეყ­ვა­ნათ სა­მე­ფო ტახ­ტზე. ერ­თის დე­და ნა­რიშ­კი­ნის ქა­ლი იყო, ხო­ლო მე­ო­რე­სი - მი­ლოს­ლავ­სკი­სა. ივა­ნეს მომ­ხრე­თა მხრი­დან გა­ი­ძა­ხოდ­ნენ: "რაზ­მის უფ­რო­სე­ბი მოგ­ვე­ცით. ჩვენ თვი­თონ გან­ვსჯით... სამ­რეკ­ლო­დან და­ვუშ­ვებთ თავ­და­ყი­რა, - გაჰ­ყვი­როდ­ნენ მო­სუ­ლე­ბი და მრის­ხა­ნებ­დნენ, - რას ფიქ­რობ­დნენ ზე­ვით დი­დე­ბულ­ნი? რად დაგ­ვი­ნიშ­ნეს მე­ფედ პა­წია პეტ­რე, ნა­რიშ­კი­ნე­ბის ბუ­ში?"


თუმ­ცა კი ჭკუ­ა­სუსტ ივა­ნეს ყრმა, მაგ­რამ ჯან­სა­ღი პეტ­რე არ­ჩი­ეს...


ეს ამო­ნა­რი­დე­ბი რო­მა­ნი­დან ძა­ლი­ან მრავ­ლის­მეტყ­ვე­ლი დე­ტა­ლე­ბია და იქ­ნებ სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ­მაც გა­ამ­ყა­რა ის გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ვერ­სი­ა, რომ­ლის მი­ხედ­ვით, პეტ­რე პირ­ვე­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბით ქარ­თვე­ლი ბაგ­რა­ტი­ო­ნი­ა.


სხვა­თა შო­რის, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით ერთ მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო ფაქტს წა­ვაწყ­დით. გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 80-ი­ან წლებ­ში კუ­რორტ ჯა­ვის სა­ნა­ტო­რი­უმ­ში ვის­ვე­ნებ­დით, სა­დაც გა­ვი­ცა­ნი მუ­სი­კის­მცოდ­ნე, პრო­ფე­სო­რი პავ­ლე ხუ­ჭუ­ა, რო­მელ­მაც ქარ­თველ­თა ერთ ჯგუფს აი, რა "გაგ­ვიმ­ხი­ლა":


"მოს­კოვ­ში, ას­პი­რან­ტუ­რა­ში რომ ვსწავ­ლობ­დი, ერ­თი რუ­სი ინ­ტე­ლი­გენ­ტის ოჯახ­ში მოვ­ხვდი. იქ მოწ­ვე­ულ მწე­რალ­თა და ხე­ლო­ვან­თა შო­რის აღ­მოჩ­ნდა ცნო­ბი­ლი რუ­სი მწე­რა­ლი ალექ­სეი ტოლ­სტო­ი. მწე­რალ­მა ყვე­ლას გა­სა­გო­ნად და გულ­ღი­ად გა­ნაცხ­ა­და: - რო­მან "პეტ­რე პირ­ველ­ზე" მუ­შა­ო­ბი­სას მო­ვი­ძიე უამ­რა­ვი სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლა და ის­ტო­რი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტი, სა­ი­და­ნაც იკ­ვე­თე­ბო­და აზ­რი, რომ პეტ­რე უნ­და იყოს წარ­მო­შო­ბით ქარ­თვე­ლი, ბაგ­რა­ტი­ონ­თა შთა­მო­მა­ვა­ლი... მე მსურ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­სა­ლე­ბის რო­მან­ში გა­მო­ყე­ნე­ბა. სა­ა­მი­სოდ რჩე­ვა-­კონ­სულ­ტა­ცი­ის­თვის მივ­მარ­თე იო­სებ ბე­სა­რი­ო­ნო­ვიჩ სტა­ლინს. მან გულ­დას­მით მო­მის­მი­ნა და ბო­ლოს გა­დაწყ­ვე­ტით მითხ­რა: არ გირ­ჩევთ ამ ფაქ­ტე­ბის სამ­ზე­ო­ზე გა­მო­ტა­ნა­სო".


ამ­დე­ნად, ალექ­სეი ტოლ­სტო­ის რო­მან­ში მხო­ლოდ ქვე­ტექ­სტე­ბით თუ იგ­რძნო­ბა, რომ პეტ­რე პირ­ვე­ლი მე­ფე ალექ­სე­ის ღვიძ­ლი შვი­ლი არ არის.

სა­ინ­ტე­რე­სო­ა, რა­ტომ აა­რი­და თა­ვი რუ­სე­თის მე­ო­რე პეტ­რე პირ­ვე­ლად წო­დე­ბულ­მა იო­სებ სტა­ლინ­მა ამ ფაქ­ტის გა­მომ­ზე­უ­რე­ბას. ვინ იცის - საბ­ჭო­თა იმ­პე­რი­ის დიდ ბე­ლადს არ უნ­დო­და კი­დევ ერ­თი "დი­დი ქარ­თვე­ლის" - პეტ­რე პირ­ვე­ლის ჩრდილ­ში ყოფ­ნა...





kvirispalitra.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930