გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივლისი 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოპოზიცია 4 აპრილს მასშტაბურ აქციას გამართავს

11-02-2020

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდეგ ლიდერებმა განაცხადეს, 4 აპრილს 16:00 საათზე ოპოზიციური პარტიები რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან და მასშტაბურ აქციას გამართავენ.

მათივე ინფორმაციით, აქციები გაიმართება რეგიონებშიც.  

„იმ სამართლებრივი უმსგავსობის შემდეგ, რაც გუშინ ხელისუფლებამ გააკეთა, ოპოზიციას რჩება ორი ერთდროული გამოსავალი. პირველი საპროტესტო ტალღების აგორება. ჩვენ დაწყებული გვაქვს უკვე თბილისის მაჟორიტარულ ოლქებზე საუბარი. ძალიან ახლოს ვართ შედეგთან და შემდეგ გადავალთ უკვე სხვა ოლქებზე. არცერთი ხმა „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.  

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031