12-02-2020
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ კომპანია "არემჯის’’ წარმოების დირექტორს, კობა მენაბდიშვილს და უსაფრთხოების უფროსს, აფხაზეთის ომის ვეტერანს, ვლადიმერ კახეთელიძეს უმასპინძლა, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების თანადგომის, მათი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და უწყების სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. კომპანია ვეტერანების მიმართ კრძალვას და მათ სამშობლოსათვის გაწეულ ღვაწლს განსაკუთრებით აფასებს_ ‘’არემჯის’’ სხვადასხვა დეპარტამენტში 110 ვეტერანია დასაქმებული.
"დღევანდელმა ჩვენმა სტუმრებმა შეძლეს და თავიანთ საწარმოში დაასაქმეს 110 ვეტერანი. აქ აღსანიშნავია ის საკითხი, რომ ამ საწარმოში დასაქმების დროს, ხალხი სპეციალურ შემოწმებას გადის და მე მიხარია, რომ 110 -მა ვეტერანმა გაიარა ეს სპეციალური შემოწმებები და მათ თავიანთი წვლილი შეაქვთ საქართველოს აღმშენებლობაში. დიდი მადლობა მინდა, გამოვუცხადო კომპანიის დირექციას, დაცვის სამსახურს, სადაც უმთავრესად არიან დასაქმებული ჩვენი ვეტერანები. მინდა, ყველა საწარმოს დირექტორს მაგალითად დავუყენო ეს ფაქტი და მოვუწოდო მათ, რომ ვეტერანებს მიაქციონ ყურადღება."- განაცხადა ვლადიმერ იმნაძემ.
" ჩვენ თითოეულ ადამიანს, რომელმაც საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა, უდიდესი პატივისცემით, უდიდესი მოწიწებით ვეპყრობით. ისინი არიან მაგალითი ჩვენი მომავალი თაობის, ჩვენი ქვეყნის ერთობის. რაც შეგვიძლია, ვაკეთებთ მათთვის. მადლობა მინდა, გადაგიხადოთ კომპანიის დირექციის სახელით, თითოეული თანამშრომლის სახელით, რომ გვაქვს იმის საშუალება, რომ ასეთი ბუმბერაზი ადამიანებისგან მივიღოთ მადლობა. პირიქით, ჩვენ ვართ თქვენი მადლიერები და თქვენს გვერდით ვართ"- აღნიშნა კობა მენაბდიშვილმა.