გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
კორუფციული ვნებები თბილისის მერიაში - რა კავშირშია მამუკა მდინარაძის მეუღლე სუს-ის მიერ განხორციელებულ დაპატიმრებასთან

12-02-2020

სუს-მა „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი დააკავა.


სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, წინასწარი განზრახვის შესაბამისად, 34 550 ლარით გაზრდილ ფასად შპს „ტექრეისერსისგან“ შეისყიდა 23 ერთეული კომპიუტერი, ე.წ. „ლეპტოპი“, გაზრდილი ფასის შედეგად დარჩენილ სხვაობა კი ჩაიჯიბა.


ასევე, სუს-ის ცნობით, ააიპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში“, სააგენტოს ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, თავისი რეკომენდაციით, 2019 წლის აგვისტოში დაასაქმა ორი პირი, რომლებიც მასთან წინასწარი შეთანხმებით არ ასრულებდნენ დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს, არ ცხადდებოდნენ სამსახურში, სახელფასო ბარათები გადაცემული ჰქონდათ ადმინისტრაციის ყოფილი უფროსისთვის, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა აღნიშნული პირების სახელზე ჩარიცხულ 29 000 ლარს.


“ალია” დაინტერესდა მერიის აღნიშნული აიპის საქმიანობით, ჯერჯერობით რაც გავარკვიეთ, ხელფასები საკმაოდ მაღალია ამ სამსახურში.


არ გაგიკვირდებათ, ალბათ, ან გაგიკვირდებათ, მაგრამ ზუსტად ამ სამსახურში მუშაობს უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის მეუღლე – ნათია კუნჭულია 2018 წლის თებერვლიდან დღემდე – როგორც ეს მერიაში დაგვიდასტურეს.


ნათია კუნჭულია მანამდე მერიის ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის მომსახურების ცენტრის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა და მისი ხელფასი 2017 წელს (იგულისხმება მთელი წლის ხელფასი) – შეადგენდა 16430 ლარს.


აი, როგორც კი ააიპ – „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“ -ში დაიწყო მუშაობდა, 2018 წლის 10 თვის მანძილზე მისმა ხელფასმა შეადგინა – 30 900 ლარს!


10 თვეში 30 900 ლარი – თვეში – 3090 ლარია!


ვნახოთ მამუკა მდინარაძის მეუღლის თანამდებობაც – საქმისწარმოების მხარდაჭერის სამსახურის უფროსი!


ყველაფრის მხარდაჭერა გამიგია – აი, საქმისწარმოების მხარდაჭერა რა არის?


ე.ი. მუნიციპალური სერვისების საქმისწარმოებას სჭირდება მხარდაჭერა.


არადა, ყველა მუნიციპალურ სერვისს ჰყავს საქმისმწარმოებელი, რომელმაც თუ საქმე არ იცის – გადავამზადოთ!


რა მხარდაჭერა? რის 30 900 ლარი?


მოკლედ, სუსმა ოპერატიული ინფორმაციის შემდეგ შევედით ამ აიპიშიო – რა თქმა უნდა არ ვიცით, ოპერატიული ინფორმაციის წყარო – აბა, საიდან?
მაგრამ, იმ ოპერატიულ ინფორმაციაში სხვა თანამშრომლებზე არაფერი ეწერა?


არც მერზე ეწერა რამე?


საერთოდ რა საჭიროა ამდენი აიპი, რომელსაც ამდენ ფულს ვუხდით? რა იყო, მერია, საკრებულო და გამგეობები ვერ აუდიან საქმეს?
არ იცით რა გააკეთოთ? – გაჩვენებთ გასაკეთებლებს, თქვენ ფული მოიტანეთ!


გახსენით ხალხის მხარდასაჭერი სამსახურიც – რა მოხდება.


და დააწესეთ, პოლიტიკოსების ქმრების და ცოლების სამსახური, ასე სათითაოდ რომ არ ვეძებოთ!


ძალიან უცნაური ამბავი კი არის ისე, 23 კომპიუტერში – 34 550-ად რომ შეისყიდა აიპის ადმინისტრაციის უფროსმა – ბუღალტერს არ გაუჩნდა კითხვა?
თანამშრომლები რომ ჰყავდა გაფორმებული და სამსახურში არ დადიოდნენ – ვერავინ ამჩნევდა ამას? ვერც ერთი თანამშრომელი? როდის მერე აღარაა დანაშაულის შეუტყობინებლობა დანაშაული?


ააა, კორუფციის მხარდაჭერის სამსახური არ გყავთ, ჯერ, ალბათ!


ასეა, თუ ისე, მამუკა მდინარაძის მეუღლე საქმისმწარმოებლის მხარდაჭერისთვის თვეში 3000 ლარზე მეტს იღებს ხელფასს და აგერ, გუშინ მდინარაძის ცოლის თანამშრომელი დაუჭერია სუსს სისხლის სამართლის დანაშაულისთვის – რას არ გაიგებ, კაცი!



ალია

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930