12-02-2020
ონის მუნიციპალიტეტის მერიაში პროექტის „ დასუფთავების და მყარი ნარჩენების მართვის სერვისებისთვის სამუშაოს შესრულების მართვის სისტემის შემუშავება 23 მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, პროექტის მკვლევარმა რონი კვაჭაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა ონის მუნიციპალიტეტის მყარი მუნიციპალური ნარჩენების მართვის ჯგუფის წევრებთან , ონის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან და შპს“ ონის სერვის ჯგუფის“ თანამშრომლებთან.
შეხვედრაზე ისაუბრეს ონის მუნიციპალიტეტში დასუფთავების და მყარი მუნიციპალური ნარჩენების მართვის მიმართულებით არსებულ პრობლემებზე.
გაცნობებთ, რომ პროექტი: „ დასუფთავების და მყარი ნარჩენების მართვის სერვისებისთვის სამუშაოს შესრულების მართვის სისტემის შემუშავება 23 მუნიციპალიტეტში“ 2019 წლის 17 ოქტომბერს გაეროს განვითარების პროგრამამ ( UNDP) საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, დემოკრატიული მმართველობის პროგრამის ფარგლებში დაიწყო.
მოცემულ ორწლიან პროექტს ახორციელებს ადგილობრივი კომპანია „ პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფი -PMCG”.
პროექტის მიზანია მყარი მუნიციპალური ნარჩენების მართვის და დასუფთავების სერვისებისთვის დაინერგოს სამუშაოს შესრულების მართვის ელექტრონული სისტემა (PMS) სამიზნე აუდიტორიებში, რომელიც დაეხმარება ამ მუნიციპალიტეტებს უფრო ეფექტურად და ეფექტიანად დაგეგმონ, განახორციელონ და გაუწიონ მუდმივი მონიტორინგი თავიანთ საქმიანობას მოცემულ სფეროში.