გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: აშშ-ს მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესი, ოპტიმიზმი და ნდობა არის მაღალი

12-02-2020

„ამერიკა არის ჩვენი ნომერი პირველი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს არავითარი საფრთხე არ ემუქრება და საქართველოს ევროატლანტიკურ დღის წესრიგს, განვითარებასა და პრიორიტეტებს აქვს ძალიან ძლიერი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებულ შტატებში“,- ასე შეაჯამა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებული ვიზიტი.

არჩილ თალაკვაძემ ამერიკელ კოლეგებსა და პარტნიორებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აშშ-ში კიდევ რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტი არის დაგეგმილი.

„მსურს, ყველას - ჩემს კოლეგებს კონგრესში და ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს მადლობა გადავუხადო მნიშვნელოვანი და მაღალი დონის შეხვედრებისთვის. მიმაჩნია, რომ ეს სამუშაო ვიზიტი ჩვენს ქვეყანას აუცილებლად გამოადგება. ჩვენ გვაქვს კიდევ რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტი დაგეგმილი ამერიკის შეერთებულ შტატებში“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მან აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყანას აშშ-ში აქვს დიდი მხარდაჭერა და ბევრი მიმართულებით საქართველოს მიმართ ინტერესი, ოპტიმიზმი და ნდობა - მაღალია.

„რაც შეეხება კონგრესმენების მიერ დასმულ კითხვებს, რაც ასევე მათ წერილებში იყო ასახული, გვქონდა დეტალური საუბარი თითოეულ საკითხთან დაკავშირებით და მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველო აგრძელებს თავისი დემოკრატიის და ინსტიტუტების გაძლიერებას, ასევე, ამერიკული ინვესტიციები საქართველოში არის დაცული. ამას ადასტურებს ბოლო მნიშვნელოვანი საინვესტიციო გადაწყვეტილებები, მათ შორის ამერიკული კორპორაცია „Trammo“-ს მსხვილი ინვესტიცია ბათუმის პორტში. მე კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩვენს ამერიკელ კოლეგებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, რა მოდელიც არ უნდა იყოს შერჩეული, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად, თავისუფლად და გამჭვირვალედ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930