გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, ივლისი 16, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შვილზე ძალადობისთვის ბრალდებულს სასამართლომ 1 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

9-03-2018



გორის რაიონულმა სასამართლომ ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებული დამნაშავედ სცნო.

 

ამასთან დაკავშირებით პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.

 

„გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ძალადობაში და ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბრალდებული ზ.შ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის დეკემბერში და 2018 წლის 14 იანვარს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ზ.შ.-მ მის საცხოვრებელ  სახლში  შვილს - ა.შ.-ს სახის არეში  რამდენჯერმე დაარტყა ხელი და  სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.  ზ.შ.-ს  ქმედებით დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა და მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.

სამართალდამცველებმა ზ. შ. 2018 წლის 14 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება  სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი  ნაწილით (ოჯახში ძალადობა; ორი ეპიზოდი) და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა; ორი ეპიზოდი) წარედგინა.

გორის რაიონულმა სასამართლომ ზ.შ. სრულად სცნო დამნაშავედ  წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობით  თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით განუსაზღვრა“- ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031