გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იან კელი: ძალიან კარგი იქნება, თუ პარლამენტი ორპარტიულ რეზოლუციას მიიღებს

9-03-2018

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის განცხადებით, აუცილებელია, რომ ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის მკვლელობების საქმეზე პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. 
მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტი ორპარტიულ რეზოლუციას მიიღებს.

„რაც შეეხება რეზოლუციის ტექსტს, ამაზე არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ მესმის, რომ ასეთი მოთხოვნა არის, რადგან როდესაც დანაშაულია ჩადენილი და ამასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა არ დამდგარა, ჯერ ოთხოზორიას, ახლა კი ტატუნაშვილის საქმეში, პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. აშშ-ში მსგავსი სია არის, რომელსაც „მაგნიცკის სიას“ ვუწოდებთ. არის გარკვეული სანქციების ჩამონათვალიც, რომელიც მაგნიცკის მკვლელობას უკავშირდება. აუცილებელია დანაშაულზე პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რომელიც ამ ორ შემთხვევაში არ გვქონია. ძალიან კარგი იქნება, თუ ორპარტიულ რეზოლუციას მიიღებენ“- განაცხადა კელიმ.
კელიმ ასევე ტატუნაშვილის გადმოსვენებაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, აშშ ამ საკითხის მოგვარებაში საქართველოს ძალისხმევას მხარს უჭერს. 
„მხარს ვუჭერთ საქართველოს ძალისხმევას, რომ ეს საკითხი გადაჭრას. შედგა საუბარი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის, სადაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. სხვადასხვა დიპლომატიური არხებით ჩართული ვართ და რუსეთის ხელისუფლებასთან ვკონტაქტობთ. მოვუწოდებთ მას, რომ ცხედარი დაუყოვნებლივ ოჯახს დაუბრუნონ“- განაცხადა კელიმ.
შეგახსენებთ რომ პარლამენტში ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის მკვლელობებთან დაკავშირებით რო რეზოლუციაზე მსჯელობენ. ერთი მათგანი „ევროპილ საქართველოს“ ეკუთვნის, ხოლო მეორე მმართველი გუნდის მიერაა ინიცირებული. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930